ექიმმა ნანა გეგეჭკორმა „მთავარის დილის“ ეთერში კოვიდპაციენტთა ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა და რეკომენდაციები გასცა. ერთ-ერთი მთავარი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ-დღიურის წარმოებაა. მისი თქმით, ჩანაწერების გაკეთება ექიმს მუშაობას გაუმარტივებს და მას დაავადების პროგნოზირების საშუალებას მისცემს:
„სასურველია, ინფიცირების პირველივე დღიდად კოვიდ-დღიური აწარმოოთ, სადაც აღრიცხავთ ყველა იმ სიმპტომს, რასაც შეამჩნევთ, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ახალ სიმპტომებს და მიანიშნეთ გამოვლენის თარიღი. ჩაინიშნეთ პულსაციის მაჩვენებელი.
„თუ ხელი მიგიწვდებათ, სატურაციის განმსაზღვრელ აპარატზე, კარგი იქნება, თუ მასაც გაიზომავთ, ხოლმე. ეს დაავადების პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს და ექიმს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ როგორ განვითარდება ამ პაციენტში დაავადება.
„ძალიან მნიშვნელოვანია პულსოქსიმეტრის აპრატის სწორად გამოყენება, ინსტრუქცია შეფუთვაზეც უნდა ეწეროს. არის შემთხვევები, როცა მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ სატურაცია აქვთ 88. სინამდვილეში, ეს არასწორად გაზომვის შედეგია. მნიშვნელოვანია, გაზომვისას თითები გქონდეთ თბილი.“
აგრეთვე წაიკითხეთ: