
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მხოლოდ სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება.
„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად!
ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება!
წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია და ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია” და ვაქცინაცია კი „სვეცკობა“ არ არის.
არაპროფესიონალიზმი კლავს…
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული”, – წერს ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„კოვიდგადატანილ პაციენტები ინსულტის რისკის ქვეშ არიან“ - ალექსანდრე ცისკარიძის საგანგაშო განცხადება
🔵 „მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა