იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ივანე ჩხაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს ჯერ არ მიუღია.
„ჩვენ იმუნიზაციის საბჭოს სხდომებზე გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ორი ჯგუფი ადამიანების არის ჩვენი აზრით პრიორიტეტული, ეს არის – პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები დახვდებიან მოსწავლეებს ვაქცინირებულები, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ ვინც იღებს განათლების პროცესში მონაწილეობას. ჯერჯერობით ეს ორი სფეროა, თუმცა რა თქმა უნდა გადაწყვეტილება, იქნება თუ არა სავალდებულო მიღებული არაა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„თუ ინფიცირებულების რაოდენობა ამ ნიშნულს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს“ - კულუმბეგოვი
„სასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას არ გამოვრიცხავთ" - ნახეთ, რას ამბობენ განათლების სამინისტროში