Digest Logo

იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ოჯახს დაუბრუნდება - რატიანი კავსაძის მდგომარეობაზე

1607198973
კახი კავსაძე _ ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმეთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ On.ge-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინის დირექტორი, ლევან რატიანი ესაუბრა. რატიანის განცხადებით, მსახიობს ორშაბათს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და თუ დადებითი დიმანიკა გაგრძელდა, პალატაში გადაიყვანენ.

"გაუმჯობესდა მდგომარეობა, რაც ძალიან გვახარებს. კლინიკური პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესებულია. თუ ასე გაგრძელდა, ორშაბათს გადმოვიყვანთ ჩვეულებრივ განყოფილებაში. ვენტილაციიდან მოიხსნა, გახდა კონტაქტური, რაც ძალიან მახარებს. კოვიდის მხრივ დადებითი დინამიკა გვაქვს და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება და დაუბრუნდება რამდენიმე დღეში საკუთარ ოჯახს", — ამბობს ის.

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს დააწვინეს. ის მართვით სუნთქვაზე იყო. 29 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO ემოციური შეხვედრა ცოლ-შვილთან - სიურპრიზი ლევან რატიანს

ზურა ხაჩიძე მონასტერში მიდის

„მე არ ვიბრძვი ფულისთვის, მე ვიბრძვი ჩემი ხალხისთვის“ - ბერა