Digest Logo

„12 დეკემბრიდან ეს პროცესი შეუქცევადი გახდება... ვისაც ამ სამყაროში არსებობა უნდა, აუცილებლად ეს უნდა გააკეთოს...“

1636786821
ნანა გოგოლაძე

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ჯგუფში „ასტროლოგები“ ნანა გოგოლაძე ახალ პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, 12 დეკემბრიდან მაგნიტური ველის სიხშირე გაიზრდება, ხოლო 21 დეკემბერს კი საბოლოოდ ასცდება 40 ჰერცს. ნახეთ, რა პროცესებს გამოიწვევს ეს დედამიწაზე და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვისაც ამ სამყაროში არსებობა უნდა.

„12 დეკემბრიდან ეს პროცესი შეუქცევადი გახდება და კიდევ უფრო აიწევს მაგნიტური ველის სიხშირე... ასე, რომ დრო ცოტაღა დარჩა.

ვინც იცის და განსაკუთრებით, ვინც ჯერ კიდევ არ იცის! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ! დედამიწის მაგნიტური ველის სიხშირე (შუმანის სიხშირე), 21 დეკემბერს საბოლოოდ ასცდება 40 ჰერცს და ვისაც სურს ამ სამყაროში არსებობა, შესაბამისად უნდა ასწიოს ვიბრაციების სიხშირე.

ეს კი დამოკიდებულია დადებით ან უარყოფით ემოციებზე. სანამ გვიანი არაა, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული და თანადგომა გააზიაროთ, თორემ სამყარო იძულებული იქნება ხისტი ფორმატი გამოიყენოს და მერე გვიანი იქნება რამის შეცვლა.

თუ სიყვარული არ გამოგდით. სიძულვილს მაინც ნუ გაამრავლებთ.
უარყოფითი ემოციები:

წუხილი-0,1 -0,2 ჰერცი.

შიში-0,2-2,2 ჰერცი.

წყენა-0,6-3,3 ჰერცი.

გაღიზიანება-0,9-3,8 ჰერცი.

მესაკუთრეობა-2,8ჰერცი.

ბრაზი-0,5ჰერცი.

ამპარტავნობა-0,8ჰერცი.

სიამაყე-3,1ჰერცი.

უგულებელყოფა-1,5ჰერცი.

სიბრალული-3ჰერცი.

დადებითი ემოციები:
შესაბამისობა-38 ჰერცი და ზემოთ, სამყაროს მიღება მშვიდად, ისეთის როგორიც არის - 46ჰერცი.

დიდსულოვნება- 95 ჰერცი.

მადლიერება- 45 ჰერცი.

გულითადი მადლიერება - 140 ჰერცი და ზემოთ.

ერთიანობა სხვებთან - 144ჰერცი და ზემოთ.

თანაგრძნობა(და არა სიბრალული) - 150ჰერცი და ზემოთ.

სიყვარული (როცა იცი, რომ კარგი, ნათელი და დიდი ძალაა, თუმცა მთლად არ გამოგდის) - 50ჰერცი.

სიყვარული მთელი გულით ყველაფრის მიმართ: ადამიანების, ცხოველების, ბუნების - 150ჰერცი და ზევით.

უპირობო სიყვარული სამყაროს მიმართ - 205 ჰერცი.

ასე რომ გააკეთეთ სწორი არჩევანი, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ დრო საკუთარი და სხვისი სულების გადასარჩენად!!!

P.s.როგორც აღმოჩნდა კოვიდ19-ის საარსებო სიხშირეა 2.5 ჰერცი... 15 ჰერცის ზემოთ ის ვერ არსებობს... ასე, რომ დასკვნები თავად გააკეთეთ!“, - წერს ნანა გოგოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ჩემკენ არის ძალიან კარგი სიახლეები“ - ნახეთ, რომელ კლინიკაში იმუშავებს გიორგი ღოღობერიძე

🔵„ღვინო არასდროს გაუსინჯავს, ბარებში არ დადის“ – უცნობი ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიაზე

🔵ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

🔵ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად პოზირებს - „საუკეთესო ქალი და დედა ხარ“

🔵18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი