ამბობენ, მხოლოდ კეთილი არავის სჭირდები, თუ თან შენი სიძლიერე არ ახლავსო. მაია ასათიანი კი ის ქალია, რომელიც ამ წესს ადასტურებს.
ცნობილი ტელეწამყვანი პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის არის ყურადღების ცენტრში, ასევე, მისი პირადი ცხოვრებაც ყოველთვის აინტერესებს საზოგადოებას.
სტუდენტობის პერიოდიდან დაწყებულ კარიერას ჟურნალისტი დღემდე აგრძელებს და ის მაყურებელს გამორჩეულად უყვარს.
მაიას შესახებ არაერთი ჭორ-მართალი თქმულა, თუმცა ტელეწამყვანი, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს უკვე შეეგუა.
დიდი ტრაგედიისა და მის მიმართ აგორებული ჭორების მიუხედავად, ასათიანი კარიერას უძღვება და იმიჯსაც ხშირად იცვლის.
დღეს ამ სტატიაში „დაიჯესტი“ მაია ასათიანის პირადზე მოგიყვებათ.
კარიერა
მაიამ კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, ახალგაზრდა ჟურნალისტი „საყმაწვილო ტელევიზიაში“მოხვდა. საზოგადოებამ ის გადაცემა „ალიონიდან“ გაიცნო.
ერთი პერიოდი მაია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი იყო. შემდეგ „დროებაში" გადავიდა და ბოლოს საავტორო გადაცემა „პროფილიც“ გავიდა ეთერში, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, ყველასთვის მოულოდნელად გადაცემა „პროფილი“ დაიხურა და ამ დრომდე უცნობია, ზუსტად სად გააგრძელებს ჟურნალისტი კარიერას.
მაიამ რამდენიმე თვის წინ წიგნი გამოუშვა, რომელსაც „სიცოცხლე 25 წამში დაარქვა“.
მაია ასათიანის წიგნი უკვე გაყიდვაშია. ტელეწამყვანი თავის დოკუმენტურ პროზაში გულახდილად ჰყვება თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებზე, თხრობის თავისუფალი სტილით, ერთმანეთში შეზრდილი ისტორიებით.
„როგორ შეიძლება, ადამიანი რაღაცას აკეთებდე და არ უსმენდე კრიტიკას. კრიტიკაში არ ვგულისხმობ ასეთ შეფასებებს - „მაია ასათიანი გოიმია'', „ფეხი გაღუნული აქვს'', „აწყობილია'', „უგემოვნო, მდარე გადაცემა აქვს''.
ბოლო პერიოდში ჩემი მლანძღველები დამცინიან იმის გამო, რომ არ მაქვს მჩქეფარე პირადი ცხოვრება. თავიდან ამაზე ვიცინოდი, მერე მივხვდი, რომ საზოგადოებაში ფასეულობები შეიცვალა. რატომ არის ეს დასაცინი, არ მესმის? ამაზე ცოტა მწარედ ვრეაგირებ. საქართველოში წარმატებული ქალი შეიძლება იყოს მარტო და წარმატებას მიაღწიოს ყოველგვარი მერკანტილური დახმარებების გარეშე, ლოგინიდან ხელის წამკვრელების გარეშე. ეს ყველგან არის შესაძლებელი, უბრალოდ, რთული გზაა.
მკითხე, ვისი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი - რამდენიმე ჩემი კოლეგის. მათ შორის, ინგა გრიგოლიას დავასახელებ, რომელსაც პატივს ვცემ, ის მართალი ადამიანია და ასეთივე ურთიერთობა გვაქვს. ყველაზე საჭირო რჩევები ორომტრიალისას სწორედ ინგამ მომცა და დღემდე ვითვალისწინებ. მისი ცხოვრებიდან ბევრი მაგალითი ამიღია. თუ არ იცის, ამ ინტერვიუდან გაიგებს.
ზოგადად, ჩვენს სფეროში სუფთა კოლეგიალური ურთიერთობა ძალიან იშვიათია, ბევრი ქვედა დინებაა და სულ გრძნობ, რომ ფეხს გიდებენ. როცა კოლეგიალობაზე ვფიქრობ, პირველი ინგა მახსენდება და შესაბამისად, მისი აზრი მნიშვნელოვანია. ვითვალისწინებ ოჯახის წევრების მოსაზრებებს, ისინი სულაც არ მაქებენ. მცდარია დამოკიდებულება, რომ ოჯახის წევრს აუცილებლად ტაში უნდა დაუკრა. კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც ვუჯერებ, მათ შორის ჩემი გუნდის წევრებს“- ამბობს მაია ასათიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ტრაგედია - შვილის სიკვდილი
2017 წელს მაია ასათიანს შვილი საფრანგეთის სავადმყოფოში გარდაეცვალა.
18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.
ტელეწამყვანისთვის ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოებაში.
მე ამ არხმა დამაკრძალვინა შვილი… - მაია ასათიანი
„არ მინდა, ადამიანებისთვის ჩემი მწუხარება გადამდები იყოს, ამიტომ ვცდილობ, მყარად ვიდგე და ვიყო პოზიტიური.
როდესაც წლისთავი მოახლოვდა, ამ დღეების თავიდან გადატანა რთული აღმოჩნდა. მქონდა განცდა, რომ ყოველი წამი, როცა ნუცა მიდიოდა, დამიბრუნდა… შემექმნა ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც, ეს ტრავმა უკვალოდ არსად მიდის, გულზე მქონდა პრობლემა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ეს ერთკვირიანი მონაკვეთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შვილი მარტოს მეგლოვა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გაიგო ჩემი მწუხარება და მადლობა მათ, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და ჩემი ამ ცხოვრებაში დაბრუნებაც. რეალურად, ჩემი სიმყარე ამ ადამიანების დამსახურებაც არის, ეს არ გახლავთ ლიტონი და მოგონილი სიტყვები. ძალიან მამხნევებდა იმ დედების მაგალითები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ამბავი აქვთ. ბევრი გავიცანი ჩემი ტრაგედიის შემდეგ და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი იქნებოდა ყველაზე რთული, შემდეგ კი ყველაფერი მეორედ იქნებოდა და მართლაც ასეა…
ის, რომ საქმეს მალე დავუბრუნდი, ამანაც გადამარჩინა.
როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!. თუმცა ფიზიკურად კარგად ვარ…“- ამბობს მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაია ასათიანის თქმით, ტრაგედიის გადატანაში ნუცას ძაღლი, ჰასკი „დუდი“ დაეხმარა.
მაია ასათიანი მამაზე - მკვდარი იყო და არაფერს განვიცდიდი...
ყოფილი ქმარი
მაია ასათიანი ახალგაზრდა დაქორწინდა 20 წლის ირაკლი მახვილაძეზე. წყვილმა ერთმანეთი ტელევიზიაში გაიცნო, გადაღებებზე ერთად დადიოდნენ.
რომანმა ერთ წელზე ცოტა მეტხანს გასტანა, შემდეგ კი წყვილმა იქორწინა. ირაკლი ცდილობდა რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა.
თუმცა ოჯახი დაინგრა და როგორც ამბობენ, განსხვავებულ პიროვნებებად ჩამოყალობდნენ. ამ დროს მაია „დროებაში“ მუშაობდა, ირაკლი საინფორმაციოში, დღეში რამდენჯერმე ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთი პერიოდი ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ..
ირაკლი ტელერეჟისორია.
ორივენი მიიჩნევენ, რომ უკეთესი მეგობრები არიან, ვიდრე ცოლ-ქმარი... წარსულს არ ნანობენ, რადგან საერთო შვილი ნუცა ჰყავდათ. წლების შემდგომ, ირაკლიმ ახალი ოჯახი შექმნა და კიდევ ერთი შვილიც ჰყავს.
სელებრითებთან დაპირისპირება
ნიკა გვარამიამ მაია ასათიანს და გია ჯაჯანიძეს ცინიკური პოსტი მიუძღვნა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„ამიერიდან, ხალხმრავალი მიტინგების დღეებში, ჩატარდება ორთა შერკინება (აი, ოქსფორდის და კემბრიჯის საწყლოსნო გასწრობანა როა, ისეთი) – ვისი დრონი უფრო ღრმად გავა კოსმოსში, ტვ იმედის თუ ტვ რუსთავის. გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ.
ხოლო ვინც ამ წმინდა ნაწილებისგან უფრო სწრაფად ააწყობს ერთ სრულ ორგანოს, ის დაჯილდოვდება სოლოლაკის სასახლეში პავილიონის მოწყობის უფლებით, შესაბამისად, მაია ასათიანის ან გია ჯაჯანიძის (მაშინაც ეყოლებათ ეთერში) შოუს გადაღების უფლებით.”– წერდა გვარამია.
ლალი ბადურაშვილი და მაია ასათიანი
ნინი ონიანი მაია ასათიანს დაუპირისპირდა
2016 წელს მსახიობი ნინი ონიანი მაია ასათიანთანს დაუპირისპირდა..
მსახიობი ამბობდა, რომ „პროფილში“ ჩაწერეს, თუმცა მისი ინტერვიუ ამოჭრეს და ეთერში არ გაუშვეს. ნინი ამბობს, რომ მაია ასათიანზე ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით, მაია ასათიანმა პირადი ინტერესების გამო არ გაუშვა მისი ინტერვიუ.
18 კაცი ჩაგვწერეს. გამოვიდა პრომო და მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჩემ გარდა ყველა ჩანდა.
სხვა ჩემ ადგილას ამას თითზე დაიხვევდა, დაატრიალებდა და ერთ ამბავში იქნებოდა.
ეს ყველაფერი დიდი არაპროფესიონალიზმია. როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ. არ გეკადრება მსგავსი რამ.
ჯერ საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ადამიანი მოგყავს, წერ და მერე ჭრი. დაახლოებით ვიცი, რაც ხდება, უბრალოდ ეს იმდენად პირადულია, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაიამ ხომ იცის თვითონ. გადაცემაში რომ არ ვიყავი, ისევ მივწერე პროდიუსერს, ხომ არ აფრენთ, გამაგებინეთ რა ხდება-მეთქი“- ამბობდა ნინო ონიანი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე
როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე