Digest Logo

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1629231346
18

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

რთული დღე გელით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ დონეზეა. პრობლემები მუდმივად თავს გახსენებენ და დაუფიქრებელი ქმედებებისკენ გიბიძგებენ. ირჩევთ თავი შეიკავოთ რადიკალური და ემოციური გადაწყვეტილებებისგან. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრები გელით, ეცადეთ ისინი დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ, რადგან პარტნიორებთან და კოლეგებთან მოლაპარაკება გაგიჭირდებათ. არსებობს მოულოდნელი ხარჯების ან ფინანსური ზარალის ალბათობა.

კურო

რთული და საშიში დღეა, რომელიც სიცრუეს, ილუზიებს და გაურკვევლობას უკავშირდება. უსიამოვნო სიახლე დაძაბულობას კრიტიკულ ზღვრამდე გაზრდის. ოჯახის წევრების დახმარებით ნებისმიერ უსიამოვნებას მშვიდად შეხვდებით და ადვილად გაუმკლავდებით. საღამოს სიბნელეში მარტო დარჩენას და სარკეში ჩახედვას უნდა ერიდოთ.

ტყუპები

ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, წარმატებით გაუმკლავდებით პრობლემას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არ გასვენებთ. გირჩევთ ძველი გეგმების განხორციელება ახალი მეთოდებით ან ახალ პარტნიორებთან ერთად სცადოთ. თუ თქვენი ქმედებები მომხდარის რეალურ შეფასებას ემყარება, აღიარება და წარმატება გელით.

კირჩხიბი

თუ თქვენი ქმედებები არაპროგნოზირებადი და იმპულსურია, ამ დღის მოვლენებმა შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ. თავი შეიკავეთ სამსახურის შეცვლის და საქმიანობის სფეროს გაფართოებისგან - სავარაუდოდ, თქვენი მოლოდინი არ გამართლდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ამჟამად ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გესაჭიროებათ.

ლომი

რთული და პრობლემებით სავსე დღეა. ქაოსური ვითარება და დაუფიქრებელი მოქმედებები შეცდომას გამოიწვევს, რომელიც ძნელი გამოსასწორებელი იქნება. არახელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის, რადგან პარტნიორებს შორის ურთიერთგაგება და კომპრომისის პოვნის სურვილი არ არსებობს. ეცადეთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნას მშვიდად შეხვდეთ. თავი შეიკავეთ ემოციური გადაწყვეტილებისგან.

ქალწული

ამ დღეს პრობლემები მუდმივად თავს გახსენებთ. ნაჩქარევ და დაუფიქრებელ მოქმედებებს შეიძლება პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა და ოჯახში კონფლიქტები მოჰყვეს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალია, ამიტომ თავი შეიკავეთ აქტიურობისგან და ემოციები აკონტროლეთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამწვავდეს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თქვენს ხელმძღვანელობასთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, ეცადეთ დილას ჩაატაროთ - სავარაუდოდ, საღამოს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. ეცადეთ წინდახედულება გამოიჩინოთ და საეჭვო ოპერაციებში არ ჩაერთოთ.

მორიელი

ქორწინების, შეთანხმებებისა და გარიგებების დადებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ემოციები აკონტროლეთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით არავინ შეურაცხყოთ. ეცადეთ თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ მშვიდი დასვენებისთვის დრო და გარემო გამონახოთ.

მშვილდოსანი

რთული დღე გელით. ეცადეთ სიბნელეს და ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს დაზიანების, აგრესიის ან უხეშობის საფრთხე. ეცადეთ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მით უმეტეს, რომ ის თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.

თხის რქა

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი საკმაოდ დაბალია. პარტნიორის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა, ტყუილი, ეჭვი ან წყენა შეიძლება ხისტი, დაუფიქრებელი მოქმედების მიზეზი გახდეს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია იმედგაცრუება.

მერწყული

ალბათ ამ დღეს ძალიან გაგიმართლებთ და იმ პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ. შეეცადეთ ძველი გეგმები ახალი მეთოდებით ან სხვა პარტნიორებთან ერთად განახორციელოთ. წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ თქვენი ქმედებები მომხდარის რეალურ შეფასებას ემყარება.

თევზები

ამ დღეს ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. გამარჯვებაც და დამარცხებაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დახმარებას ნურავისგან ელით - ამჟამად ყველა საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული. ვარსკვლავები გირჩევენ, საბოლოოდ გაერკვეთ პარტნიორის არჩევანში და ამ საკითხში მთლიანად საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ.