Digest Logo

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1626633161
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

ვარსკვლავების განლაგება პროფესიული საქმიანობისთვის არახელსაყრელია. შესაძლოა, გადაღლამ გავლენა მოახდინოს თქვენს მუშაობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები პარტნიორებთან ან კოლეგებთან, ამიტომ ყოველდღიური რეჟიმი წინასწარ უნდა დაგეგმოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.

♉კურო

რთული დღეა, სავსე ცდუნებებით და ცრუ დაპირებებით. ოჯახში ან პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ეცადეთ, თავი შეიკავოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. სიზმარში ყვირილი და ტირილი გაფრთხილებაა არასწორი მიმართულების შესახებ.

♊ტყუპები

პლანეტების განლაგება პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობისთვის ისევ არახელსაყრელია. კომერციული საქმეები სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ. მოულოდნელმა ამბავმა შეიძლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაართულოს. უმჯობესია, ამ დღეს თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან და ცეცხლის კერებს ერიდოთ.

♋კირჩხიბი

თუ ცვლილების განხორციელებას ცდილობთ, ამ დღეს ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ, მაგრამ შედეგებს ცოტა მოგვიანებით მიიღებთ. მოსალოდნელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. ყურადღებით მიმოიხედეთ - ცხოვრების სიყვარული სადღაც თქვენს ახლოსაა.

♎ლომი

სასიცოცხლო პოტენციალის შემცირებამ შეიძლება, თქვენს მუშაობაზე გავლენა მოახდინოს. თქვენი მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ შეიძლება, სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს - ოპონენტები თქვენი რისხვის ძალას იგრძნობენ. საქმის მიმართ თქვენი პრაქტიკული მიდგომა, სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და პატიების უნარი ურთიერთობას საჭირო მიმართულებას მისცემს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებულია და უამრავ სასიამოვნო ემოციას გპირდებათ.

♍ქალწული

ვარსკვლავების მდებარეობა ისევ არახელსაყრელია და ფრთხილად მოქმედებისკენ გიბიძგებთ. ოჯახში ან პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტები. ცრუ დაპირებები და დაუფიქრებელი მოქმედებები ცრემლებს და უკმაყოფილებას მოგიტანთ. შესაძლებელია უცხო ადამიანებისგან მატერიალური დახმარება ან ღირებული რჩევა მიიღოთ.

♎სასწორი

გირჩევთ, ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ. ეცადეთ, ისეთი არაფერი ჩაიდინოთ, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. უმჯობესია, ამ დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ და ვალდებულებების შესრულება არ მოითხოვოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. ემოციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

♏მორიელი

ეს დღე წყენას და ილუზიებს უკავშირდება. თუ ყველა საქმემ იმედგაცრუება მოგიტანათ, მიზეზი საკუთარ თავში მოძებნეთ. იქნებ სხვების მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ? ქვეშევრდომების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები ნუ გექნებათ და ეცადეთ ოჯახის წევრების მიმართ ნაკლებად აგრესიული იყოთ. პატივი ეცით თითოეული ადამიანის ინტერესებს.

♐მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება ძველებურად არახელსაყრელია. ოჯახში ან პარტნიორთან ურთიერთობისას მოსაოდნელია პრობლემები. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გელით, რომელიც ცრემლებით და უკმაყოფილებით დასრულდება.

♑თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, პიროვნული ხიბლი და ინტუიცია. შემოქმედებითი საქმიანობა ან საყვარელი ჰობი შეიძლება ,დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. მარტოხელა თხის რქებს პირად ცხოვრებაში აღიარება და წარმატება ელით, მაგრამ პარტნიორის მიმართ ქცევის ტაქტიკის შეცვლა მოუწევთ.

♒მერწყული

ეს დღე შინაგანი სულიერი ძალების გამოღვიძების სიმბოლოა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, ბუნებაში დასვენება, გასეირნება და მოგზაურობა. შეხვედრა, რომელიც ამ დღეს გელით, ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ და უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

♓თევზები

ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საკუთარ მოთხოვნებში უფრო მომთმენი და მოკრძალებული იყოთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ, გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, დაამყაროთ და გააძლიეროთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და მიზანს ნაკლები დანაკარგებით მიაღწიოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვების ჯანმრთელობას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი...“ - უახლესი კვლევა

„როდესაც დედა ხდები, აღზრდასთან დაკავშირებით უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს“

„ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ“... - თამთა ჭელიძე

წყარო: funtime.ge