მომღერალი თამთა ჭელიძე სოციალური ქსელის საშუალებით ადამიანებს მიმართავს და მათ ერთმანეთისთვის დროის დათმობას სთხოვს.
ჭილაძე ამბობს, რომ მიუხედავად დროის დეფიციტისა აუცილებელია ცხოვრების დიდი ნაწილი გულწრფელ ურთიერთობებს დაუთმოთ, რადგან სიცოცხლეში მთავარი მძაფრი და სასიამოვნო ემოციებია.
„დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენს გვერდით არ იქნებიან. იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაიაზროთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ.
ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემოციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!“, - წერს თამთა ჭელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მომხდარზე, რომელშიც არანაირი წვლილი არ მიმიძღვის, მეც კი ვგრძნობ პასუხისმგებლობას“
„წინასწარმეტყველება ახდება - დაწერილია, რომ რჩეულებიც კი ცდუნდებიან“
„არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?“