Digest Logo

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1630517912
2 - ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. ვერძ ქალებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი ნაცნობობა ელით. ხელსაყრელი დღეა შოპინგისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. ვერძ მამაკაცებს ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ჰპირდებიან. ამან არ უნდა შეგაშინოთ, თუნდაც ერთი შეხედვით ცვლილებები უცნაური და გაუგებარი ჩანდეს.

♉კურო

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. მოერიდეთ სამოგზაუროდ წასვლას; გამორიცხეთ მძიმე ფიზიკური შრომა ან რისკთან დაკავშირებული საქმეები. სასურველია, რომ ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ - წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს ან სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ. გამორიცხული არ არის ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები.

♊ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი ცვლილებები ახლავს, მათ შორის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებები. თუ მოისურვებთ, ამ დღეს შეიძლება სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ ან პირიქით, მთლიანად პარტნიორებზე დამოკიდებული იყოთ. გირჩევთ, გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარათ. შეგიძლიათ, მეგობრების რჩევებს ენდოთ. თუ შესაძლებელია, გაატარეთ საღამო სადმე სახლის გარეთ.

♋კირჩხიბი

გირჩევთ, ყოველდღიური საქმეები ცოტა ხნით დაივიწყოთ და კარგად დაისვენოთ. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან მხიარული შეხვედრა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - სანამ ოჯახის წევრებს პრეტენზიებს წაუყენებთ, სცადეთ, სიტუაცია შეცვალოთ.

♌ლომი

ამ დღეს მთავარია, არაფერი აურ-დაურიოთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. ეცადეთ, ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და ნებისმიერ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. ეს დღე შემდგომი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით. სასიამოვნო სიურპრიზები და ახალი ნაცნობობა გელით. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებიან.

♍ქალწული

ხელსაყრელი ახალი საქმის დაწყებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. ქალწულ ქალებს, სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავლები ელით. ვარსკვლავები ქალწულ მამაკაცებს ურჩევენ, რომ თავი აარიდონ ხმაურიან წვეულებებს, რადგან ამან შეიძლება, ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

♎სასწორი

ეს დღე მოულოდნელ ცვლილებებს გპირდებათ. გირჩევთ მეგობრების რჩევებს დაუჯეროთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ საღამო სადმე სახლის გარეთ, მონატრებულ მეგობრებთან ერთად გაატაროთ და დაუვიწყარი ემოციებით აივსოთ.

♏მორიელი

შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურებამ შეიძლება, პროფესიულ საქმიანობაზე, კარიერაზე და მეგობრებთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები ნებისმიერ საქმეში მაქსიმალურად გამოიყენოთ და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. არსებობს შანსი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. ბედნიერება ახლოსაა, ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

♐მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად დაბალ დონეზეა. მოერიდეთ სამოგზაუროდ წასვლას, რადგან ის წარუმატებლად დასრულდება. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ხანძარი ან ძარცვა. პარტნიორთან ურთიერთობა და ბავშვებთან თამაში ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

♑თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ან ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. დიდია ახალი ნაცნობობის ან რომანტიკული თავგადასავლების ალბათობა. სიზმარი ახდება, თუ დილით მოღრუბლული ამინდი დაგხვდათ.

♒მერწყული

სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. დილის ნეგატიურმა მოვლენებმა შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. გირჩევთ, ამ დღეს არ დაგეგმოთ მეგობრებთან შეხვედრები და რაც მთავარია, ნუ ჩაერთვებით უცნობებთან კამათში. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.

♓თევზები

ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვების, ინვესტიციებისა და კომერციული გარიგებებისთვის. დღის მეორე ნახევარში ყურადღებით იყავით - არსებობს დაზიანებებისა და უბედური შემთხვევების რისკი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ყველაზე ცუდი დიასახლისები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

🔵ზოდიაქოს ტოპ 3 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

🔵ასტროლოგის გაფრთხილება: 2 სექტემბერს მარსის და ნეპტუნის ოპოზიციის პიკია