Digest Logo

„2022 წლამდე საქართველოში კარგი არაფერი მოხდება“ - ასტროლოგის შემაშფოთებელი პროგნოზი

1626084115
აურა

ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზით, საქართველოში პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა 2022 წლის ბოლომდე კვლავ დაძაბული დარჩება. მისი თქმით, წლის ბოლოდან სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაიწყებს უკეთესობისაკენ შეცვლას.

„გრძელვადიანი პროგნოზი თუ გნებავთ, ვიტყვი, რასაც ველოდები.

ამ წლის ბოლომდე ხელისუფლება სულ რყევებში იქნება. მერე ვითომ ცოტა სიმშვიდე დაისადგურებს ზედა ეშელონებში, მაგრამ ბოლო კუდის მოქნევას 22 წლის შემოდგომაზე ვიხილავთ.


რას ვეყრდნობი?

პლუტონი ( ცვლილებები, ნგრევა, ტრანსფორმაცია) ზის საქართველოს ასტროლოგიური რუკის MC-ზე. ანუ მე10 სახლის კარიბჭეზე. და რადგანაც ეს სახლი ხელისუფლების თემას , ზედა ვერტიკალს გამოხატავს ასტროლოგიაში, პლუტონიც ამ მიმართულებით უტევს. სხვათა შორის, პირველად პლუტონი MC-სთან შეხებაში წელს, თებერვლის თვეში მოვიდა. ( გაიხსენეთ, რა ამბებიც მოხდა მაშინ ხელისუფლებაში.) ჯერაც ისევ შეერთებულია. პერიოდულად ცოტა მოსცილდება. მერე ისევ შეუერთდება. საბოლოოდ, როგორც წეღან მოგახსენეთ, ამ წერტილს 22 წლის შემოდგომაზე გადასცდება.

მერეც ამავე - „ხელისუფლების სახლში“ იმოძრავებს, თანაც, ვინაიდან პლუტონი საკმაოდ ნელი პლანეტაა. კარგა ბლომად წლები მოუნდება ამ სახლის ბოლომდე გავლას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომდევნო წლები ბევრად უფრო მშვიდობიანი, რეფორმების წლები იქნება. რადგან სახლის კარიბჭესთან პლანეტის შეხება ყოველთვის უფრო მძაფრად საგრძნობია, ვიდრე უშუალოდ სახლში ტრანზიტი. ხოლო პლუტონის შემთხვევაში მტკივნეულიცაა ხოლმე. ამიტომ სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოდან სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაიწყებს უკეთესობისაკენ შეცვლას.


ასეთია ჩემი ხედვა“, - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კობახიძემ მითხრა, რომ შენ ხარ ნაბიჭვარიო - ვატო წერეთელი

„ქალებს აეკრძალებათ მოკლე სახელოებიანი მაისური, შარვალი, მაკიაჟი, ასევე ქმრის, ან მამის ნებართვის გარეშე სოციალური ქსელების მოხმარება...“

„შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი