Digest Logo

„შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

1626070204
მწერალი, პროზაიკოსი

 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შვილმკვდარი დედების შესახებ წერს. 

როგორც კეკელიძე წერს, შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა.

„არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი.

ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს. დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა. ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის: „გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტნაშია ჩაკეტილი’’.

მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. „დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს’’

სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმლის მილებით, დასაგები ლოგონით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით.

მაგრამ ერთია : შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა,“- წერს გიორგი კეკელიძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„განადგურებული ვარ, მთელი დღე საავადმყოფოში გავატარე“ - რა დაემართა ყველასათვის საყვარელ ნათი ბებოს

ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები

ვინ არის პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარელი „ჩცდ“-დან და რა საერთო აქვს პერსონაჟს რეალურ ცხოვრებასთან