Digest Logo

2022 წელს ფინანსურ სფეროში 20 წლიანი ახალი ციკლი დაიწყება - ხათუნა ნოელი

1639651853
ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 2022 წლის მთავარ ტენდენციებსა და ასტროლოგიური პროგნოზი შესახებ „დაიჯესტთან“ განიხილავს. მისი შეფასებით მომავალი წელი ასტროლოგიური თვალსაზრისით, შესაძლოა, 2 ნაწილად გაიყოს. ნოელი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა ნიშანს კოსმოსი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა შანსებს მისცემს.

ამასთან, ასტროლოგი აცხადებს რომ, 2022 წელს 20 წლიანი ახალი ციკლი დაიწყება, რომელიც ფინანსურ საკითხებში გარდამტეხი იქნება.

„2022 წელი ერთფეროვანი ვერ იქნება, მით უმეტეს ივნისიდან, რადგან კოსმოსში პლანეტების პარადი იქნება, რომელმაც შესაძლოა, 20 წლიან ციკლს ჩაუყაროს საფუძველი, განსაკურებით კი ფინანსურ სფეროში, მოსალოდნელია კრიპტოვალუტების გააქტიურება და მასზე გადასვლა. საბანკო სისტემამ შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები განიცადოს“, - აცხადებს ნოელი „დაიჯესტთან“ საუბრისას.

რაც შეეხება პანდემიას, ნოელი ფიქრობს, რომ ინფექცია საბოლოოდ 2022 წელსაც ვერ შესუსტდება:

„პანდემიის მხრივ 2022 წელი არ იქნება მარტივი, შესაძლოა აქამდე არსებული შატამები შესსუსტდეს, თუმცა ახალ შატმები კვლავ ძლიერი პრობლემა იქნება. ადამიანები უბრალოდ ვირუსთან ერთად ცხოვრებას ისწავლიან ადამიანები და მიეჩვევიან მასთან ერთად ცხოვრებას“.

მაშ ასე, ნახეთ, რას პროგნოზირებს ასტროლოგი ხათუნა ნოელი 2022 წლისთვის.

♈ვერძი - წლის დასაწყისში შესაძლოა ემიგრაციის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ფარული თემების წამოიწევს და მათი გარკვევა იქნება მნიშვნელოვანი, წლის მეორე ნახევრიდან ვერძებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და ლიდერის პოზიცია დაიკავონ. საბოლოო ჯამში წლის პირველ ნახევარზე უკეთესი წელის მეორე ნახევარი იქნება, თუმცა ყველაფერი თავიანთ ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული.

♉კურო - თქვენთვის წლის პირველ ნახევარში მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები იქნება ასპექტირებული. შესაძლოა მფარველებზე იყოს საუბარი, გამოუჩნდეს სპონსორები, მფარველები ან მას დააფინანსებენ სერიოზულად. მას თანამოაზრეებთან მუშაობა წარმატებას მოუტანს, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან ექნება პრობლემები ფარულ საკითხებთან მიმართულებით, შესაძლოა მტრებიც გამოუჩნდნენ, რადგან როდესაც რამეს აღწევს ადამიანი ბუნებრივია მოშურნეები გამოუჩნდებიან.

♊ტყუპები - წლის პირველ ნახევარში შესაძლოა კარიერის საკითხები დადგეს დღის წესრიგში. მათ აუცილებლად ახალი მიზნები უნდა დაისახონ. ძველი მიზნებით ძველ გზებზე სიარული მათთვის კარგი არ იქნება, რაღაც ახალი უნდა წამოიწყონ. წესითა და კანონით მათ სამყარო შანსებს მისცემს. წლის მეორე ნახევარში კი მათთვის უფრო მეგობრული ურთიერთობები იქნება აქტუალური და უფრო მსუბუქ ეტაპზე გადავა.

♋კირჩხიბები - წლის პირველ ნახევარში ისინი პოპულარობასა და სოციუმში ავტორიტეტს მოიპოვებენ, ახალი განათლების მიღების შესაძლებლობები გაჩნდება, აგრეთვე უცხოეთში წასვლის შესაძლებლობები გაუჩნდებათ, რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს მას შესაძლოა ახალი სამსახური გამოუჩნდეთ და და ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ.

♌ლომი - მათ აქვს დიდ ფულის მოხსნის შანსები, შესაძლოა დიდი ოდენობით მემკვიდრეობა მიიღონ. მათ მართებთ სიფრთხილე, რადგან დიდი ალბათობა გაეხვნენ ხათაბალაში. წლის მეორე ნაწილი მათთვის უფრო დაბალანსებული და მშვიდი იქნება.

♍ქალწული - ძალიან მნიშვნელოვანი თემები იქნება პარტნიორული საკითხები, ვინც ქორწინებაში არ არის შეუძლიათ, ამ კუთხითაც იფიქრონ. მათთვის მთავარი გამოწვევა შეჯიბრი და კონკურენცია იქნება. ვურჩევდი რომ ზედმეტი მონდომებაც ხანდახან არ ვარგა და თავი შეიკავონ.

♎სასწორები - წლის პირველი ნაწილი რუტინული იქნება. წლის მეორე ნახევრიდან უკვე ახალი პარტნიორული ურთიერთობების საკითხი დადგება. შესაძლოა წლის მეორე ნახევარში სასიყვარულო პარტნიორი იპოვოთ.

♏მორიელები - ჰობი, შვილოსნობის და სასიყვარულო საკითხები აქტუალური იქნება, მოიმატებს იღბლიანობა თუმცა წლის მეორე ნახევარი ერთფეროვნება მოიმატებს და რუტინული ცხოვრების წესით დაკავდებით.

♐მშვილდოსნები - მათი აქცენტი წლის პირველ ნახევარში ოჯახურ ურთიერთობებზე იქნება ორიენტირებული, შესაძლოა იყიდოს ახალი ბინა, შესაძლოა დაიწყონ რემონტი, ან შეიძინონ უძრავი ქონება. წლის მეორე ნახევრიდან მათთვის სასიყვარულო ურთიერთობები და ახალი გატაცებები წამოიწევს, აგრეთვე მოსალოდნელია მოულოდნელად მოსული პოპულარობა.

♑თხის რქა - ძალიან ბევრი ახალი ნაცნობობა შეიძლება შეიძინონ, აქვს მათი სანაცნობო წრის გაფართოების შანსი, შესაძლოა შეიძინონ ახალი ცოდნა, რაც წლის მეორე ნახევარში ძალიან გამოადგებათ თავიანთი კარიერული საკითხებისათვის.

♒მერწყული - პირადი რესურსების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მათ თავი მოიძლიერონ, წლის მეორე ნახევარში კი დაგროვებული ცოდნის გაცემისა და ოჯახური საკითხები დადგება დღის წესრიგში, როგორც და-ძმასთან ურთიერთობა ისე მეზობლებთან

♓თევზები - მათთვის ეს წელიწადი წლის პირველივე წუთებიდან მნიშვნელოვანი იქნება. მათ ეკუთვნით პირველი სიტყვა ყველგან და ყველაფერში, ძალიან კარგი იქნება ნებისმიერი მათი ინიციატივა. წარმატება გარანტირებული აქვთ, საშემოსავლო სფეროშიც და პირად თემებშიც კოსმოსი მათთვის არ იშურებს სიკეთეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 ცვლილებების წელია - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის?

🔵ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს?

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები