Digest Logo

როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის?

1639563770
სავსემთვარეობა ვერძში

სადაცაა 2021 წელი დასრულდება და ახალი 2022 შემოაღებს კარს. მოდი გავიგოთ, რა ელოდება კარიერის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის მიმართულებით - როგორი იქნება 2022 წელში ვერძებს?

კარიერა და ფინანსები ნელა, მაგრამ აუცილებლად განვითარდება!

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში სატურნი თხის რქაშია, თქვენც შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზნებს, ოღონდ დიდი შრომითა და მოთმინებით. მაგრამ თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს კარიერას, რადგან სატურნის ეს ტრანზიტი თხის რქაში შესაძლოა უსიამოვნო სიახლის წყაროც კი გახდეს.

ჩვენ გირჩევთ, რომ წლის პირველ კვარტალში, თავიდან აიცილოთ კარიერული ცვლილებები, რადგან ეს არ არის ხელსაყრელი დრო. თუმცა, გასაუბრებაზე სიარული და სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ აპრილიდან. ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან, თქვენი მუდმივი შემოსავლები გაიზრდება და თქვენც კმაყოფილი დარჩებით.

წინ სუპერ რომანტიკული წელი გელოდებათ...

2022 წლის აპრილიდან 2022 წლის სექტემბრამდე, აუცილებლად შეხვდებით ვინმე განსაკუთრებულს. თუ პლანეტების ტრანზიტს სწორად გამოიყენებთ, აუცილებლად იპოვით თქვენი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს. (დიახ, ეს ის დროა, რასაც მარტოხელების უმრავლესობა დიდი ხანია ელოდება!). ეს ახალი ნაცნობობა სერიოზულ და მყარ ურთიერთობა გადაიქცევა. ხოლო მათთვის, ვინც უკვე რომანტიკულ ურთიერთობაშია, ეს პერიოდი იდეალურია ქორწინებისთვის...

დროა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას!

2022 წელს თქვენ უფრო მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. დიახ, სწორად წაიკითხეთ. თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, გამოჯანმრთელებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება.

ასე რომ, უმჯობესია გაძლიერდეთ და აიმაღლოთ იმუნიტეტი ისე, როგორც არასოდეს. აუცილებლად დაიცავით ჯანსაღი კვება და ივარჯიშეთ რეგულარულად.

2022 წელს, ჯანმრთელობა უნდა იყოს თქვენი მთავარი პრიორიტეტი!

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: რა საჩუქრით გაახარა თიკა ჯამბურიას ქალიშვილი მამამ

🔵„ვირუსმა ჯერ დედა შეიწირა, 40 დღის მერე მამა, დათო მთელი ამ ხნის მანძილზე ჟანგბადდამოკიდებული იყო...“ - ტრაგედია გოგა ბარბაქაძის ოჯახში

🔵„Covid-19 საბედისწერო აღმოჩნდა სოფიკოსთვის“- ვინ იყო სტუდენტი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა

🔵„აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა… ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა…“ - პეტრე კოლხის ემოციური წერილი

წყარო: trend.ge