რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენებისთვის, ნივთების მოწესრიგებისადასაყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ პატარა საოჯახო დღესასწაული მოაწყოთ, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ.
♉კურო
წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი პრობლემა გელით, რომელიც სავარაუდოდ, ძველ ვალებს, შეცდომებს ან შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების დახმარების გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. უახლოეს მომავალში მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ვარაუდობდით, თუმცა თქვენ ვერაფერს შეცვლით.
♊ტყუპები
დაძაბული დღეა. თქვენი მცდელობის მიუხედავად, მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც გეგმავდით. მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შეცვლას მხოლოდ რეალობის ობიექტური შეფასებით შეძლებთ, ამიტომ ეცადეთ ილუზიებს არ აჰყვეთ. გირჩევთ ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.
♋კირჩხიბი
გირჩევთ ეს დღე ოჯახის წევრებთან ურთიერთობას და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ. მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და მათ ჯანმრთელობას. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი შესყიდვებისთვის.
♌ლომი
ხელსაყრელი დღეა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სასიყვარულო თავგადასავლებს და სარისკო საქმეებს უნდა ერიდოთ. რაც მთავარია, ეცადეთ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებში არაფერი შეცვალოთ. სიხარულით მიიღთ ის, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტის მიღება არ მოინდომოთ. ლომ ქალებს ახალი და საინტერესო ნაცნობობა ელით. ვარსკვლავები უპირატესობას ანიჭებენ კოლექტიურ გართობას და ერთობლივ ღონისძიებებს.
♍ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ნათელი და მხიარული დილა გელით, რომელიც ხელსაყრელია მოგზაურობის დაგეგმვისა და დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია უსიამოვნო ამბები, რამაც შეიძლება თქვენი განწყობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს. სავარაუდოდ, ეს დღე გეგმების შეცვლით დაგამახსოვრდებათ, რაც ახალ სამსახურს უკავშირდება.
♎სასწორი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც დევნას, თვალთვალს და აგრესიასუკავშირდება. ძლიერმა ემოციამ ან გარე პირთა გავლენამ შეიძლება მთლიანად შეგცვალოთ. შეცდომების გამორიცხვის მიზნით სასურველია სიფრთხილე, წინდახედულება და თავშეკავება. მოერიდეთ სიბნელეს, უცნობ ადამიანებს და ხმაურიან კომპანიებს.
♏მორიელი
თუ თავხედობისა და კატეგორიულობისგან თავის შეკავებას შეძლებთ, შეიძლება, სიტუაციას ახლებურად შეხედოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ვარსკვლავები მორიელ ქალებს ურჩევენ, ძლიერი სულიერი იმპულსები უყურადღებოდ არ დატოვონ. უახლოეს მომავალში ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება სტაბილურ და საიმედო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
♐მშვილდოსანი
ამ დღეს მოგზაურობა დაუშვებელია, რადგან შესაძლებელია ყველა სახის კატასტროფა. მოულოდნელი სიახლეები ან შეუსრულებელი ვალდებულებებით გამოწვეული პრობლემები გელით.
♑თხის რქა
ხელსაყრელი დღეა, რომელიც სიყვარულის და პატიების ნიშნით ჩაივლის. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სიახლე გელით.
♒მერწყული
ამ დღემ შეიძლება თქვენი საქმეების მიმდინარეობა წლის ბოლომდე განსაზღვროს. ის გაჩვენებთ როგორ შეიცვლება თქვენი გეგმები უახლოეს მომავალში და როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენი ანალიტიკური უნარი და შორსმჭვრეტელობა მიზნებისა და ქცევის მოდელის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა დაკარგული ნივთების მოძებნისა და გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად.
♓თევზები
ეცადეთ დასვენების დღე მხოლოდ დასვენებას დაუთმოთ. სასურველია ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობა და მოგზაურობა. ეს დღე რომანტიკულ თავგადასავალს გპირდებათ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ სიყვარულმა მოვალეობები და პასუხისმგებლობა არ დაგავიწყოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ კვირაში 3 ურთულესი დღეა“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
🔵„არჩევნების შედეგების მიუხედავად, 3 ოქტომბრიდან მიტინგები და დაძაბულობა დაიწყება“ - მიხეილ ცაგარელი