Digest Logo

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1625335640
ჰ ო რ ო ს კ ო პ ი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

ხელსაყრელი დღეა როგორც მუშაობის, ისე დასვენებისთვის - არავითარი დაბრკოლებები, უსიამოვნებები გვერდს აგივლით და ყველაფერი გამოგივათ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ადამიანთან, რომელიც შეიძლება, თქვენი სიყვარულის ობიექტი გახდეს.

♉კურო

რთული დღეა, რომელიც ცდუნებების წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდება. თუ სამსახურში მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, უარი თქვით - მოსალოდნელია ავარია ან ფინანსური ზარალის ანაზღაურება. საქმე შეიძლება შეფერხდეს, რადგან გადაულახავ დაბრკოლებებს წააწყდებით. გამორიცხული არაა, რომ რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს საქმეზე ან ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახება. გირჩევთ ყველა მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოთ, სანამ შეთანხმებაზე ხელს მოაწერთ.

♊ტყუპები

რთული დღეა. ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ - ამჯერად აინტერესებს ერთგული ხართ თუ არა საკუთარი იდეებისა და არჩეული გზის. ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა - მოსალოდნელია უბედური შემთხვევა, გულის შეტევა ან ტრავმა. ნუ ეცდებით ბიზნესში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიოთ - არახელსაყრელი გარემოებები ამის საშუალებას არ მოგცემთ.

♋კირჩხიბი

თქვენი საქმეები შეიძლება გადაულახავმა დაბრკოლებებმა შეაფერხოს, სურვილებს კი ასრულება არ უწერიათ. ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას. მოზღვავებული ემოციები რაციონალური აზროვნების საშუალებას არ მოგცემთ. თუ ამის შესაძლებლობა მოგეცათ, ეცადეთ განმარტოვდეთ.

♌ლომი

საქმეების რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების განაწილების უნარი უბედურების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და მივლინებისთვის. პრობლემები განსაკუთრებით საზოგადო მოღვაწეებს, იურისტებს და ექიმებს ელით. ლომმა მამაკაცებმა საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ - გახსოვდეთ, რომ ახალ მთვარეზე სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს.

♍ქალწული

ამ დღის მოვლენები სულის მოთქმის დროს არ დაგიტოვებთ. რატომღაც, ყველას ერთად დასჭირდებით. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება აკლიათ და აქტიურად აპროტესტებენ. დღის ბოლოს თავს დაღლილად და გამოფიტულად იგრძნობთ. მოდუნებაში და ყურადღების გადატანაში მარადიული ღირებულებები - კლასიკურ მუსიკა და ლიტერატურა დაგეხმარებათ.

♎სასწორი

რთული დღეა. შეხვედრები უსიამოვნებებს და იმედგაცრუებას მოგიტანთ, მაგრამ ეცადეთ გულში ამ დღის უარყოფითი ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ახლა უბრალოდ, დეპრესიის დრო არ გაქვთ და თვითგვემა კარგს არაფერს მოგიტანთ.

♏მორიელი

რიგითი სამუშაო დღეა. გირჩევთ აქტივობა შეამციროთ და საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. უახლოესი ადამიანებისთვის გაღებული მსხვერპლით გარშემო მყოფებს გააოცებთ. ეცადეთ ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ. ამით მათაც და საკუთარ თავსაც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებთ.

♐მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა. ბედი კვლავ გამოცდას გიმზადებთ. სასიცოცხლო პოიტენციალი იკლებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მუშაობაზე. თქვენი მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ შეიძლება ვითარების კრიტიკული დაძაბვა გამოიწვიოს, მაგრამ თქვენი პრაგმატიზმი და მიმტევებლობა მშვიდობას და წონასწორობას აღადგენს. ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არახელსაყრელია.

♑თხის რქა

დაძაბულმა მუშაობამ ან საქმემ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, შეიძლება ჯანმრთელობა შეარყიოს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება არასასურველია.

♒მერწყული

ინტრიგების, პროვოკაციების და ცდუნებების დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და უცხო ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდოთ. დაძაბულმა სოციალურმა გარემომ შეიძლება თქვენს ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა მორიგი წარმატება დამოკიდებულია თქვენს თავშეკავებასა და წინდახედულებაზე.

♓თევზები

ამ დღეს საჯარო მოხელეებს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ. ეცადეთ მუშაობის დაწყებამდე ყველა ცვლილება გაითვალისწინოთ. გადაულახავი დაბრკოლებები თქვენს საქმეებს შეაფერხებენ და მიხვდებით, რომ ოცნებებს ასრულება არ უწერიათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას - მოსალოდნელია სირთულეები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება - ცერცვაძე

„ბაღი არ არის ბავშვის თავიდან მოცილების გზა“ - დედამთილმა რძალს ყველაზე „დალაიქებული“ ბაღი დაუწუნა

„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია

წყარო: funtime.ge