ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, 24 ივლისის სავსემთვარეობა განსაკუთრებულად იმოქმედებს, ♒მერწყულის, ♌ლომის, ♉კუროსა და ♏მორიელის ნიშნებზე.
მისი თქმით, სავსემთვარეობის დროს სასურველია არ დააბანდოთ ფული, აგრეთვე არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და იბრძოლოთ სამართლიანობისთვის.
„24 ივლისს, თბილისის დროით 6:37 საათზე, სავსემთვარეობა იქნება. ივლისის ბოლოს სრულდება 2021 წლის მთავარი ასპექტის - სატურნი-ურანის კვადრატის პირველი ციკლი და შეჯამდება 2021 წლის პირველ ნახევარში განვითარებული რთული პროცესები.
ეს არის ძველისა და ახლის „ბრძოლა“, ცვლილებები, რეფორმები, ნგრევა და შენება. ადამიანთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად შეაჯამებს იმ პრობლემებსა თუ კრიზისებს, რომლებიც წლის პირველმა ნახევარში დაგროვდა და შეეცდება ამ ყველაფრიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. ადამიანები მთელი სიცხადით იგრძნობენ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური თუ სხვაა ტიპის რესურსების ნაკლებობას. ეს ცხადია შექმნის რთულ ფსიქოლოგიურ ფონს.
მეორე მხრივ, 24 ივლისის სავსემთვარეობას, რომელიც მერწყულის ნიშანში იქნება, ერთი თვის შემდეგ ასევე მერწყულის სავსემთვარეობა მოჰყვება (22 აგვისტოს), რომელიც საკმაოდ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა. აქედან გამომდინარე, ივლისი და აგვისტო ერთ ციკლად უნდა მოვიაზროთ. ერთი თვის ინტერვალში მერწყულის ორი სავსემთვარეობა მიანიშნებს, რომ უახლოესი ორი თვის მანძილზე სხვადასხვა დონეზე კიდევ უფრო გააქტიურდება თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ასევე, სიჯიუტე, ექსტრავაგანტურობა, პროტესტის გამოხატვა.
საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბული და არასტაბილური იქნება. მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ცვლილებები (ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მძაფრად 23-26 ივლისის შუალედში გამოვლინდება).
ყურადღებას ითხოვს ახალი პროექტები, განსაკუთრებით, თუ ისინი კოლექტიურ ურთიერთობებს, კომპანიასთან, ორგანიზაციასთან დაკავშირებულ თემებს უკავშირდება, ასევე ფინანსური საკითხები. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში ინვესტიცია და ფინანსური დაბანდება სიფრთხილით უნდა მოხდეს“.
ეს სავსემთვარეობა დიდ გავლენას მოახდენს:
• ♒მერწყულებზე;
• ადამიანებზე, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მერწყულის დიდი გავლენა აქვთ (ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, ჰოროსკოპის მმართველი, შავი მთვარე);
• ♌ლომებზე (განსაკუთრებით ივლისის მესამე დეკადაში დაბადებულებზე);
• იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის პირველ ხუთ გრადუსში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი „სიგნიფიკატორი“ იმყოფება;
• ♉კუროებზე და ♏მორიელებზე;
• იმ ადამიანებზე, ვინც სავსემთვარეობის პერიოდში არიან დაბადებულები, ანუ პირად ჰოროსკოპში მზე-მთვარის ოპოზიცია აქვთ.
ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე ამ სავსემთვარეობის გავლენა მინიმალური იქნება“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ ავიცილოთ „შავი მთვარის“ გავლენა, რომელიც 2021 წლის 19 ივლისს ნიშანს შეიცვლის
მოემზადეთ: მე-4 ტალღაც იქნება, მე-5-ეც და მეექვსეც - ცაგარელი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ამ ზაფხულს წონაში დაიკლებს