„შავი მთვარე“ მთვარის ორბიტაზე ყველაზე შორეული წერტილია. ის 2021 წლის 19 ივლისს ტყუპების ნიშანში შედის, სადაც 2022 წლის 20 აპრილამდე დარჩება. ეს თითოეულ ჩვენგანზე დიდ გავლენას მოახდენს.
„შავი მთვარე სახლში“ არარეალიზებული სურვილების, ცრუ მიზნების ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. ის ყოველთვის ჩვენს გრძნობებსა და ემოციებზე მოქმედებს, ჩვენს შიშებს ასახავს და მათ აძლიერებს. მაგრამ შიში არ ღირს, თუ იცით, როგორ მუშაობს“, – ამბობს ასტროლოგი, ანჯელა პერლი.
„შავი მთვარე“ სახლებში
ვერძი
ვერძებში „შავი მთვარე“ ფინანსების სახლს ტოვებს, რაც ფულის გაზრდას ნიშნავს, და შედის მე-3, ნათესავების და ურთიერთობის სახლში. უცნობ ადამიანებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. ყველაფერი გადაამოწმეთ, რასაც ამბობენ. ახლობლებთან ბიზნესის დაწყება არ ღირს. სოციალურ ქსელში ბლოგის შესაქმნელად, წიგნის დასაწერად ხელსაყრელი დროა. ამ პერიოდში შეგიძლიათ სხვებს ასწავლოთ ან მენტორულ საქმიანობას ორგანიზება გაუწიოთ. თავად რაიმეს შესასწავლად ხელსაყრელი პერიოდი არაა.
კურო
„შავი მთვარე“ ფულის და თვითშეფასების სექტორში შედის. ფინანსური და გამომუშავების კუთხით ბევრი გამოწვევა გელით. ამ პერიოდში თქვენი საფასო პოლიტიკა შეცვალეთ. მაგალითად, გადასახადები წინასწარ შეიტანეთ. დამსაქმებლებს მკაფიო მოთხოვნები წაუყენეთ და უთხარით, როგორი ფინანსური მდგომარეობის ხილვა გსურთ. თუ მკაფიო საზღვრებს არ დააწესებთ, შეიძლება გამოგიყენონ. საეჭვო ფინანსურ თაღლითობებს არ წამოეგოთ და ფული კრედიტით არ აიღოთ.
ტყუპები
„ხასიათი გამოავლინეთ და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღეთ. არავის არ მოერგოთ, საკუთარ თავს მოუსმინეთ და პირადი საზღვრები დააწესეთ“ – გირჩევთ ანჯელა პერლი. „შავ მთვარეს“ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ყურადღების მოზიდვა შეუძლია. პირველის გასაძლიერებლად და მეორეს გამოსარიცხად, სხვებს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა მოგექცნენ. საკუთარ თავს და გარეგნობას დრო დაუთმეთ.
კირჩხიბი
გამოაშკარავდება საიდუმლოებები, რომლებიც ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. კარადაში დამალული ჩონჩხების არ შეგეშინდეთ და წინ თამამად იარეთ. საიდუმლოებები შეიძლება წარსულს უკავშირდებოდეს. ჯადოსნური რიტუალების ჩატარება და მკითხავთან მისვლა არ შეიძლება. ეს ნეგატიურად იმოქმედებს. გრძელვადიანი მოგზაურობაც რეკომენდებული არაა. ამ პერიოდში რაიმე პოზიტიური გააკეთეთ.
ლომი
ეს პერიოდი ლომს ხალხის უკეთ გაგებაში დაეხმარება. „შავი მთვარე“ ლომს რაღაც საკუთარის ორგანიზებაში დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს ბევრი ადამიანის ორგანიზებასთან დაკავშირებული ბიზნესი. ლომის პოპულარობა და მოგება შეიძლება გაიზარდოს. ხელსაყრელია ბიზნესის განვითარება ინტერნეტში ან რეკლამის შეკვეთა. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ქსელი შექმნათ. გაყიდვები გაორმაგდება, მთავარია, არ გადიდგულდეთ და არაფრის შეგეშინდეთ!
ქალწული
„შავმა მთვარემ“ შეიძლება სამსახურის და კარიერის თემაში შიში შემოიტანოს. ხელმძღვანელ პირებთან კონფლიქტი მოსალოდნელია. ზემოდან ვიღაც ზეწოლას მოახდენს. ამ პერიოდში გაჩუმება და სიტუაციაზე მორგება არ ღირს. საკუთარ მოთხოვნებზე თამამად ილაპარაკეთ! ხელსაყრელია კარიერის მიმართულების შეცვლა, საზღვრების დაწესება და კარიერულ კიბეზე წინსვლა. ბევრი ქალწული ამ პერიოდში თავის სტატუსს აიმაღლებს.
სასწორი
ამ პერიოდში ბევრი სასწორი სხვებისთვის სათაყვანო გახდება. რეკლამა პოპულარობას მოუტანთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ თაღლითების ხელში არ მოხვდეთ. განსაკუთრებით, ეს საზღვარგარეთელ საქმროებს ეხება. საზღვარგარეთ ფულის გაგზავნის და დოკუმენტების გაფორმებისას ფრთხილად იყავით. საზღვარგარეთ მუშაობაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.
მორიელი
მორიელი, როგორც ქოუჩი, ფსიქოლოგი ან ორგანიზატორი სხვებზე გავლენის მოხდენას შეძლებს. თქვენი იდეა სხვებს შთააგონებს. ამ პერიოდში დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაზე მუშაობა ხელსაყრელია. ფული ყველაფრისთვის გეყოფათ, რაც გჭირდებათ. „შავმა მთვარემ“ შეიძლება კრიზისული სიტუაცია შექმნას, რომლის შემდეგ მორიელი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
ამ პერიოდში მშვილდოსნისთვის ურთიერთობის და პარტნიორების თემა მთავარი გახდება. რაიმე საიდუმლოს შეიძლება ფარდა აეხადოს, რაც დიდი ალბათობით ძლიერ დაგამწუხრებთ. სულიერი საუბრებით ამის თავიდან აცილებას შეძლებთ. ამ პერიოდში ბიზნესის კუთხით რაიმე პარტნიორული ურთიერთობის დაწყება არ ღირს. ასევე ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თხის რქა
„შავმა მთვარემ“ შეიძლება მავნე ჩვევებს და განწყობის ცვლილებებს ხელი შეუწყოს. კვებასთან ფრთხილად იყავით, ზედმეტ ჭამას მოერიდეთ. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, უფრო წვრილმანებზე კონფლიქტები მოსალოდნელია. საქმეების სია ჩამოწერეთ და ამოცანები თანმიმდევრულად შეასრულეთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს შეძლებთ.
მერწყული
ამ პერიოდში ბავშვების, სიყვარულის და შემოქმედების თემა წინ წამოიწევს. ბავშვებთან დაკავშირებული ბიზნესის გახსნა ხელსაყრელია: მაგალითად, საბავშვო წრეები. ბავშვის ყოლის სურვილი ან ორსულობაზე ახალი ამბავი მოსალოდნელია. საყვარელი ჰობიც ფულს მოგიტანთ.
თევზები
უძრავი ქონების ან რემონტის სფეროში კონფლიქტებია მოსალოდნელი. ბინის შეძენის ან სარემონტო სამუშაოებისთვის ხელოსნის აყვანისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თაღლითებს მოერიდეთ! სახლიდან, ონლაინ მუშაობის დაწყება კარგია. ასევე ხელსაყრელი პერიოდია, რომ სახლის დიზაინი შექმნათ ან გაამწვანოთ. თქვენს სფეროში შეიძლება ავტორიტეტი გახდეთ, თუ ეს რემონტს, გამწვანებას ან ინტერიერის დიზაინს უკავშირდება. ოჯახური ბიზნესი შეგიძლიათ დაიწყოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა თქვენზე იქნება.
„სანამ რაიმე გვაშინებს, ეს გავლენას ახდენს. ამ სიტუაციებს ვიზიდავთ, მაგრამ როგორც კი შიშს შევწყვეტთ, „შავი მთვარე“ გავლენას ვერ მოახდენს!“ – ამბობს ანჯელა პერლი.
✅ასევე დაგაინტერესებთ:
19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
მოემზადეთ: მე-4 ტალღაც იქნება, მე-5-ეც და მეექვსეც - ცაგარელი