დღეს 17 იანვარს სავსემთვარეობაა, ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს. ის საზოგადოებას აფრთხილებს და რჩევებს აძლევს.
„დღეს 17 იანვარია, ამაღამ, 03:48:20-ზე სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის 27°51-ზე. მზე - მთვარის ოპოზიციას ემატება მზის შეერთება პლუტონთან, რაც აქტუალურს გახდის ძალაუფლებისა და კონტროლის საკითხებს ხელისუფლების მხრიდან. სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის მანძილზე სწორედ ეს თემები წამოიწევს წინ. თუმცა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ახლა საუბარი არ იქნება. ეს უფრო შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში გავლენის სფეროების გადანაწილების მცდელობას ჰგავს. თუმცა ეს არც ისე იოლი გასაკეთებელი იქნება, ვინაიდან მიმდინარე პერიოდში მოკავშირეების პოვნა საკმაოდ საორჭოფო საქმეა...
რაც შეგეხება უბრალო მოკვდავებს, ჩვენს ცხოვრებაშიც ძალაუფლების გადანაწილებაზე იქნება აქცენტები დასმული, ვის დედამთილთან მოიწევს ჭიდილი, ვის - მეორე ნახევართან, ვის - უფროსობასთან და გავლენიან პირებთან...
სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს მოკრიმინალო ელემენტებთან ურთიერთობაში. ერიდეთ მიწისქვეშ გვირაბებში/ მღვიმეებში, შახტებში ჩასვლას, მით უმეტეს თუ ატყობთ, რომ ავარიულ მდგომარეობაშია.
ვინაიდან და რადგანაც ურანი რეტროგრადულობის ფაზიდან გამოდის, მაგრამ 22 იანვრის ჩათვლით სტაციონარულია და „გუგუნებს“ ურანული მკვეთრი, მოულოდნელად თავგატეხილი ამბებით.
შარისაგან თავი შორს.... პლუს 22-მდე თავი კიდევ ცოტა ხნით შეიკავეთ ტექნიკის შეძენისაგან.
ხვალიდან კვანძები შეიცვლიან ღერძს და დაღმავალი მორიელში გადავა, აღმავალი კუროში.
აქედან მოყოლებული, წელიწად-ნახევარი ერიდეთ საკრედიტო დაწესებულებებს. ეცადეთ ყველაფერი საკუთარი რესურსების ხარჯზე გააკეთოთ.
სულ ეს იყო ძალიან მოკლედ. წარმატებებს გისურვებთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
✅აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!