Digest Logo

„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

1640588762
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს და გვირჩევს, თუ როგორ შევხვდეთ ახალი წელს, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არც ხარი გავაბრაზოთ და არც ვეფხვი.

„აღმოსავლეთში, დიდ ყურადღებას აქცევენ ტრადიციებსა, რიტუალებს და ახალი წლის შეხვედრის ელემენტებს. ითვლება, რომ როგორც შევხვდებით იმ წლის მთავარ მასპინძელს, ისევე იქნება მისი დამოკიდებულება მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მიმართ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სარიტუალო ელემენტები გავითვალისწინოთ. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ? იწყება ახალი წელი, აღმოსავლური კალენდრით მეცამეტე ახალმთვარეობაზე ეს დღე, ჩვენ გვექნება 1 თებერვალი. დილის 9 საათსა და 47 წუთზე, თბილისის დროით, შემოვა ვეფხვის წელიწადი, რომელიც იქნება წყლის სტიქიის. 1 თებერვალს ვინ გაიხსნება არ ვიცი, ამ ახალ წელს, მაგრამ 31 დეკემბერს ყველა ვიქნებით მზად და შეგვიძლია წინსწრებით შევხვდეთ, ეს რიტუალი ჩავატაროთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, მერე 1 თებერვალსაც შეგვიძლია ეს გავიმეოროთ.

გავითვალისწინოთ, რომ 1 თებერვლამდე ხარის წელიწადი გრძელდება ჯერ კიდევ, ამიტომ ხარს არ უნდა ვაწყენინოთ-სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო, გამოსახულება, როგორც ხარისა, ასევე ვეფხვისა. 1 თებერვლიდან, უკვე დარჩება მხოლოდ ვეფხვი, როგორც წლის მასპინძელი.

ახლა, რა დავუდოთ მათ წინ 31 დეკემბერს? ხარს, ცოტა მწვანილი, ხოლო ვეფხვს შეგიძლიათ დაუდოთ ცოტაოდენი უმი ხორცი, რათა ამით პატივი მივაგოთ მათ",- გვირჩევს ცაგარელი.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე