ქალი საკმაოდ ხშირად აქცევს ყურადღებას, რამდენადაა დამოკიდებული მამაკაცი დედამისის აზრზე სხვადასხვა სიტუაციებში. ასტროლოგებმა ზოდიაქოს 4 ნიშანი დაასახელეს, რომელთათვის დედის ნებართვა თითქმის ყველაფერში სჭირდებათ.
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები დედაზე ფაქტობრივად დამოკიდებულები არიან. ცოლის აზრი კი მათ საკმაოდ იშვიათად ადარდებთ. თუ ახლო ადამიანების ურთიერთობაში უთანხმოება გაჩნდება, კური მშობლის მხარეს უყოყმანოდ დაიკავებს.
ლომი
ლომებიც დედის აზრზე ძალიან დამოკიდებულები არიან. გადაარწმუნოთ ისინი რაღაცაში თითქმის შეუძლებელია. უმჯობესია, პასიური დამოკიდებულება დაიჭიროთ და ყურადღებით დააკვირდეთ. როგორც წესი, ლომებს მათი საქციელის აბსურდულობა თავადაც ესმით.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ცდილობენ, ახლო ადამიანების ურთიერთობის საკითხში მაქსიმალურად ტაქტიანად მოიქცნენ. დედის აზრისადმი ინტერესს ისინი მკაფიოდ არ გამოხატავენ, თუმცა რეალურად დედის ყველა რჩევის სისრულეში მოყვანას ეცდებიან.
თხის რქა
თხის რქები ოჯახური კონფლიქტის დროს ყველაზე ჯანსაღ პოზიციას იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ დედა მისთვის ძვირფასია, „დედიკოს ბიჭს" ნამდვილად ვერ უწოდებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ცოლის აზრის მოსმენაც იციან.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ღამე ორთაჭალაში თავს დაესხნენ ჩემს მძღოლს... ჯგუფურად სცემეს“ - რას წერს ანა დოლიძე
🔵„ცოტა ტრ@@ი დაატიეთ... სულ ზუბილით და კირკით დავშლით იმ ციხეს“ - რას წერს დავით ახრახაძე
🔵„მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე
წყარო: report.ge