2021 წლის დეკემბრის თვის, ფინანსური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სწორად მართოთ თქვენი ფინანსები და გაუმკლავდეთ პრობლემებს, ასევე, ვარსკვლავები გირჩევენ, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კაპიტალი.
ნახეთ, რჩევები როგორ უნდა დაგეგემოთ წლის ბოლო თვე სწორად ფინანსური კუთხით.
ვერძი
ვერძებმა თვის დასწყისისთვის შესაძლებლობის მიხედვით უნდა დაგეგმონ საკუთარი შემოსავლები და ხარჯები. თავიდანვე შეეგუეთ, რომ ყველაფერს 100%-ით ვერ შეასრულებთ, რაც ნორმალურია და ამაში საგანგაშო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, გეგმა გექნებათ მოქმედებისთვის, შენაძენებისა და ფინანსური შემოსავლებისთვის, რაც სწორად ორიენტირებაში დაგეხმარებათ. პლუტონის და მერკურის ტანდემმა 14 დეკემბერს არაპროდუქტიული დანახარჯებისკენ შეიძლება გიბიძგოთ: ჯობია, ამ დღეს წინასაახალწლო საყიდლებზე არ წახვიდეთ და სხვა დღე შეარჩიოთ.
კურო
იმისთვის, რომ ზამთარი მათთვის ხელსაყრელად დაიწყოს, ვერძებისთვის ასტოლოგების რეკომენდაციაა, დასაწყისისთვის შემოდგომაზე დაგროვილი პრობლემები მოაგვარონ. საკითხები, რომლებიც წარსულში გადაუჭრელი დაგრჩათ, თავს შეგახსენებენ. უმჯობესია, შეძლებისაგვარად, ახალ წლამდე დაფაროთ კრედიტები და დააბრუნოთ ვალები, რა თქმა უნდა, თუ გაქვთ. თვის პირველ ნახევარში იმყოფინეთ თანხა, რაც გაქვთ – ეს საშუალებას მიგცემთ, თვის შუა რიცხვებიდან პროდუქტიული სტარტი აიღოთ, თუმცა არც ისე სწრაფი ტემპით.
ტყუპი
ტყუპებს ვარსკვლავები ურჩევენ, დღესასწაულისა და მისი თანმხლები დანახარჯებისთვის ადრიანად – 9 დეკემბრიდან დაიწყონ მზადება. თუ მომენტს ხელიდან გაუშვებთ, მხრებს ნუ ჩამოყრით – ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები სხვა რიცხვებში, აგრეთვე, შესაძლებელია, წარმატებული იყოს, თუმცა კარგი იქნება, თუ სპონტანურად არ იმოქმედებთ. ტყუპებს შეუძლიათ სოციალურ ქსელებში ნებისმიერი ბრენდისა და მარკის ხელმომწერები გახდნენ, თვალი მიადევნონ აქციებს, ფასდაკლებებს, აგრთვე, შეამოწმონ გამოხმაურებები ინტერნეტში და ისე გადაწყვიტონ, რას შეიძენენ.
კირჩხიბი
ვალებთან გამომშვიდობებას ვარსკვლავები კირჩხიბებსაც ურჩევენ. საკუთარ თავს ისეთ „ხმამაღალ“ დაპირებებს ნუ მისცემთ, რომელთა შესრულებაც არ შეგიძლიათ, ჯობია ისეთი ამოცანები დაისახოთ, რომელთა გადაწყვეტა რეალურია და მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ; დეკემბერში ბევრი კირჩხიბის მიზნების განხორციელება დაიწყება, თუ ისინი უკან არ დაიხევენ. წინ იარეთ აუჩქარებლად, მაგრამ მიზანმიმართულად და თავდაჯერებით. 20 დეკემბერს ნეპტუნის ზეგავლენა ძლიერდება და ეცადეთ, ცდუნებებს არ აჰყვეთ.
ლომი
ლომები ფინანსურ და საქმიან სფეროში შეიძლება სწორ გზას ასცდნენ შემთხვევითი ემოციების გამო, ამიტომ მათ არა გრძნობებით, არამედ გონებით უნდა იხელმძღვანელონ, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომლებიც სოლიდურ თანხებს, მნიშვნელოვან გარიგებებს და გრძელვადიან შეთანხმებებს უკავშირდება. თვის შუა რიცხვებში, მზის ზეგავლენით, ლომებს მოუწევთ თვითრეალიზაციაზე გააკეთონ აქცენტი. ლომებს, საკუთარი ტალანტების წყალობით, შეუძლიათ ფინანსების მოზიდვა, მაგრამ ამისთვის ყურადღების ცენტრში ყოფნის არ უნდა შეგეშინდეთ.
ქალწული
ქალწულებს ვარსკვლავები ურჩევენ, თავიანთ საქმიანობაში შეფერხებები თავიდან აიცილონ, განსაკუთრებით 9 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ამ ნიშნის მფარველი მერკურის ენერგეტიკა შეიცვლება. ქალწულებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ წარმატების მისაღწევად, უმოქმედობა არაფერში გამოგადგებათ. საბედნიეროდ, სამყარო თქვენ მხარესაა და საკუთარი თავისა და ძალებისადმი რწმენა ქალწულებს დაეხმარება, დეკემბერში სასიკეთოდ შეცვალონ მდგომარეობა და საკუთარი ბიუჯეტი შეავსონ.
სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია დროულად დაისვენონ. ბევრ სასწორს, უბრალოდ, დაავიწყდება დასვენება და საკუთარი თავისგან შეუძლებელს მოითხოვს ამბიციების დასაკმაყოფილებლად და სასურველის მისაღწევად. პრიორიტეტად ნუ გაიხდით ფულის შოვნას და ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. აუცილებელია გახსოვდეთ არა მარტო საჭირო შენაძენები, არამედ საკუთარი საჭიროებები, წვრილმანი რამეები და მარტივი სიხარულები.
მორიელი
უარყოფით ემოციებს შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მორიელების ფინანსურ მდგომარეობაზე და მათი ბიუჯეტი მინიმუმამდე შეამციროს. მორიელებმა უნდა გადახედონ ფულთან დამოკიდებულებას, თუ ხედავენ, რომ ფული წყალივით იხარჯება.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. რაღაც უმიზნოდ იხარჯება, შესაძლებელია, სულ უსარგებლოდ და ეს მორიელების ფინანსურ პრობლემებს იწვევს.
მშვილდოსანი
ზამთრის პირველ თვეს მშვილდოსნები მთლიანად ფინანსურ საქმეებზე გადაერთვებიან. მათ, ისევე როგორც მორიელებს, ასტროლოგები ურჩევენ, გათავისუფლდნენ იმისგან, რაც ფინანსურად გაძლიერებაში ხელს უშლით. ეს შეიძლება იყოს, მაგ., მავნე ჩვევები ან დამატებითი ხარჯები, რომელთა გაწევა სულაც არ არის აუცილებელი. სახლის გენერალური დასუფთავება ბიუჯეტის მოწესრიგებაშიც დაგეხმარებათ. სასარგებლო იქნება დანახარჯების სიის შედგენა: ეს ჩამონათვალი თვის ბოლოს გააანალიზეთ და მომავალი 2020 წლისთვის საჭირო დასკვნები გააკეთეთ.
თხის რქა
შესაძლოა „ჰორიზონტზე“ მოულოდნელი შემოსავლები გამოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი მოგება ჰობისგან, ანაზღაურებადი შეკვეთა, ხელფასის მატება ან პრემია. რეკომენდებულია თხის რქებმა ფინანსური სახსრები პროფესიულ ზრდაში ჩადონ, ან საყოფაცხოვრებო მიზნით დახარჯონ. ახლა თხის რქებისთვის მნიშვნელოვანია, თავდაჯერებით დაამთავრონ წელი და ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ისე არაფერი გააძლიერებს მათ თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას, როგორც ყოველდღიური კომფორტი და პროფესიული ინტერესების გაფართოება.
მერწყული
დეკემბერში მერწყულებმა შესაძლებელია ცხოვრების პირობები შეიცვალონ, რაც გარკვეულ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. 4 დეკემბრიდან მშვიდი პერიოდი დაიწყება და მაშინაც კი, თუ რაღაც მოულოდნელობები მათგან ფულის ხარჯვას მოითხოვს, საბოლოო ჯამში ყველაფერი მათთვის ხელსაყრელად დალაგდება. 11 დეკემბრისთვის აუცილებელია საკუთარი პოზიციების გამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბიუჯეტის შევსება შეფერხდება. გონივრული იქნება, თუ გარკვეულ თანხას გადადებთ მოულოდნელი ხარჯებისთვის.
თევზები
თევზებს არ აწყენდათ სითამამე ფინანსების განკარგვაში. შესაძლებელია ისეთი რამ შეიძინოთ, რის ყიდვასაც არ გეგმავდით, თუმცა პერსპექტივაში ეს შენაძენი ძალზე სასარგებლო იქნება. გარკვეული ფინანსური საკითხები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. თევზებს მოუწევთ თანხის დახარჯვა სასიამოვნო რამეებისთვის, ამასთან, საუბარია არა მარტო ახლობლებისთვის განკუთვნილ საჩუქრებზე, არამედ საკუთარ ინტერესებზეც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე
🔵როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს? - რიტუალი, რომელიც 19 ან 21 ნოემბერს უნდა გააკეთოთ