Digest Logo

როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს? - რიტუალი, რომელიც 19 ან 21 ნოემბერს უნდა გააკეთოთ

1637160878
ახალი წელი

ახალი წელი უკვე ახლოვდება, ყველას აქვს თავისებური ტრადიციები, რიტუალები თუ როგორ უნდა შეეგებონ ახალ წელს, მაგრამ ვფიქრობ ბევრისთვის იქნება საინტერესო იმ დეტალების გათვალისწინება, რასაც ფენ-შუი გვასწავლის ახალი წლის დახვედრისთვის. მისი მითითებების გათვალისწინება დაგვეხმარება გვქონდეს ნაყოფიერი და ბარაქიანი 2022 წელი.

ნოემბერში ახალი წლის სამზადისი იმიტომ იწყება, რომ მოვიზიდოთ იღბალი, წარმატება, ფინანსები, სიყვარული...
ჩვენ გვჭირდება გააქტიურება არა ახალი წლის კონკრეტული დღიდან, არამედ წინა პერიოდი, რომ ეს ენერგიები გავააქტიუროთ.

ამ პროცესს ფენ-შუის ენაზე შეეფრება სიტყვა - აქტივაცია.

რა არის საჭირო რომ მოვიზიდოთ იღბალი?

ჩვენ ვააქტიურებთ ჩვენს სახლში სხვადასხვა ზონას ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი იმისთვის რომ მოვიზიდოთ კონკრეტული იღბალი...

მაგალითად, თუ გსურთ კარიერული წინსვლა, ფენ-შუი გვთავაზობს შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინებას:

🔹დადგით თეფში თქვენი სახლის ჩრდილოეთ მხარეს,

🔹თუ გსურთ პოპულარობა, წარმატება ძალაუფლება დიდება დადგით სამხრეთ სექტორში.

🔹თუ გსურთ ოჯახური კეთილდღეობა, მაშინ დადეთ აღმოსავლეთში.

🔹თუ გსურთ შეგეძინოთ პატარა, 2022 წელს...დადგით თეფში თქვენი სახლის დასავლეთ კუთხეში.

🔹თუ გსურთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრმა ჩააბაროს რაიმე გამოცდა, დადგით ჩრდილო აღმოსავლეთით.

🔹თუ გსურთ მოგზაურობა და გინდათ მოიზიდოთ ადამიანები, ვინც ხელს შეუწყობს თქვენი შესაძლებლობების და სურვილების რეალიზებას, დადგით თეფში ჩრდილო დასავლეთ მხარეს.

თუ გსურთ სიყვარული, ოჯახური ურთიერთობები, გინდათ მოიზიდოთ რომანტიკული ურთიერთობები და გქონდეთ თავგადასავლები, მაშინ დადგით სამხრეთ-დასავლეთში.

შემდეგი მითითება ეხება, თუ რა უნდა განვათავსოთ ამ თეფშზე და როგორ, რომ მოხდეს აქტივაცია...

🔹თეფშის ჩრდილოეთ მხარეს ვდებთ დარიჩინის ჯოხებს, რაც ხის სტიქია და ხე შობს ცეცხლს, მის გვერდით უნდა დავდგათ ცეცხლი (სანთელი), ცეცხლი რომ იწვება შობს მიწას... მის გვერდით უნდა დავდოთ მიწის სიმბოლო, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკის ნებისმიერი ნივთი, მაგალითად კოვზი. ვდებთ სანთლის გვერდით და სიმბოლიზირებულ მიწას. მიწა შობს ლითონს, ჩვენ გვინდა ფული, ამიტომ უნდა დავდოთ ფენ-შუის სამი მონეტა, ჩინური მონეტები. ლითონი შობს წყალს და ამიტომ მონეტების გვერდით უნდა იყოს წყლის ჭიქა...

ამ ყველაფრის გაკეთებისას საჭიროა რა თქმა უნდა განწყობა და რწმენა, ჩადება სურვილების, რადგან თუ არ გვჯერა შესაბამისად რთულია მოვიდეს ის ენერგეტიკა რაც საჭიროა.

თუ გსურთ, გაქვთ განწყობა და აქტივაციის სურვილი ფე-შუის სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ საჭიროა მხოლოდ 19 ან 21 ნოემბერს ამ აქტივაციის დაწყება, სხვა დღეებში არ აქვს აზრი და ძალა, გამოთვლილია ფენ-შუის კალენდრის მიხედვით.

19 ნოემბერს დავდგამთ და ავანთებთ სანთელს და ვასხამთ წყალს ჭიქაში, სანთელი უნდა დავანთოთ 2 საათის განმავლობაში, მესამე დღეს იგივე, წყალს ვღვრით და ვასხამთ ახალს და ვანთებთ სანთელს 2 საათის განმავლობაში.

ეს უნდა მოხდეს ყოველ მესამე დღეს ...

თუ ჩაგივარდათ, რომელიმე მესამე დღე ჩათვალეთ ძალა აღარ აქვს აქტივაციას და კონსულტაცია უნდა გაიაროთ ფენ-შუის სპეციალისტთან, რომ მიიღოთ ახალი და სწორი რეკომენდაციები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუღიმებს ბედი ნოემბერში

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„ჩალიჩობენ“, რომ რამენაირად შეაშინონ ის, ვინც ერთხელ არის აცრილი, რომ მეორე დოზა აღარ გაიკეთონ“ - რას წერს ბაკურ სვანიძე

🔵ტრაგედია ქორწინების დღეს, 3-ჯერ სიკვდილს გადარჩენილი, შეცვლილი ცხოვრება და „კაცის მკვლელობა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილის უცნობი ამბები

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

წყარო: intermedia.ge