დღე-ღამის განმავლობაში არის ერთი წუთი, როცა ჩვენს მფარველ ანგელოზთან ძალიან ახლო კავშირზე გავდივართ და თუ ამ დროს ერთი კონკრეტული თხოვნით მივმართავთ და სურვილს ჩავიფიქრებთ, ეს სურვილი აუცილებლად აგვისრულდება.
დედამიწის დრო-სივრცული კონტინიუმის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ენერგიის და ინფორმაციის გადატანა დღე-ღამიდან დღე-ღამეში თანმიმდევრულად ხდება ერთ კონკრეტულ მომენტში. ამ დროს დედამიწის დრო სივრცული კონტინიუმის სტრუქტურის წინააღმდეგობა ნულამდე ეცემა და საოცრად გამტარი ხდება. ამ წუთს „ოქროს წუთს“ უწოდებენ.
მისი გამოთვლა შემდეგნაირად ხდება: ჯერ ავიღოთ რომელიმე კონკრეტული დღე და რიცხვი, თუნდაც 23 აპრილი (23.04), ამ დღის ოქროს წუთი დადგება 23:04 საათზე. მიხვდით ალბათ, რიცხვი = საათს და თვე = წუთს. 24-იდან 31-მდე გამოითვლება პირიქით – 28 აპრილს იქნება 04:28, ანუ თვე = საათს, რიცხვი = წუთს.
გაითვალისწინეთ, სურვილი არ უნდა იყოს ბოროტი, არ უნდა ისახავდეს მიზნად ვინმესთვის ზიანის მიყენებას და ამასთან, უნდა იყოს კონკრეტული. მაგალითად, „მე მინდა გამიზარდონ ხელფასი“, „მე მინდა მაჩუქონ ახალი ჩანთა“ და ა.შ. ეს სურვილი ერთ წუთის განმავლობაში უნდა იმეოროთ.
ამბობენ, რომ ამ წუთის მეშვეობით ძველი ეგვიპტელები აკეთებდნენ იმას, რასაც ხალხი სასწაულებს არქმევდა. თქვენც სცადეთ, რას კარგავთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე
🔵როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს? - რიტუალი, რომელიც 19 ან 21 ნოემბერს უნდა გააკეთოთ
🔵თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია
წყარო: intermedia.ge