Digest Logo

„დღეს არ ღირს ჭორაობა და სხვათა კრიტიკა“ - ცაგარელის დღის რჩევა

1636534027
მიხეილ ცაგარელი

მეტი დრო დაუთმეთ საზოგადოებრივ, საქველმოქმედო საქმიანობას და ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობას.

არ ღირს ენერგიის დახარჯვა არაფრისმომცემ საუბრებზე, ჭორაობასა და სხვათა კრიტიკაზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და თვითგანვითარებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, რეფორმების გატარებისა და სამომავლო გეგმების დასანახად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და მეტეომგრძნობიარე ადამიანებს, მათ ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვთ და ნევროზულობისკენ არიან მიდრეკილი, რადგან გადაბმულად სამი გეომაგნიტური დღის ნეგატიურ გავლენას სწორედ ისინი იგრძნობენ სხვებზე მეტად. თავი შეიკავეთ ფსიქოტროპული და დამამშვიდებელი პრეპარატების მიღებისგან, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, ძოწი, ბერილი, აკვამარინი, ლაბრადორი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“

🔵„ამაზე საშინელება აღარც არსებობს - სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ“ - აკა სინჯიკაშვილი