ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რაჭველებს მიმართავს. მათ დაბეჩავებულს, გაყიდულსა და დაცემულს უწოდებს. ამავე პოსტში გვარამია აცხადებს, რომ მისი კრიტიკა, სამეგრელოს გამოკლებით, მთელ საქართველოს ეხება.
„სამწუხარო სიმართლეა. თუმცა, სამწუხაროდ. მარტო რაჭაზე არ ვრცელდება. კიდევ უფრო სამწუხაროდ, სამეგრელო ჯერ ერთადერთია, ვისზეც ამას ვიტყვით.
p.s. ჰო, მართლა. ძვირფასო ჩემო რაჭავ და მშობლიურო რაჭავ, არ მინდა, ასეთი დაბეჩავებული, გაყიდული და დაცემული გნახო. მირჩევნია, ბავშვობის ფერად მოგონებებში დარჩე, როგორც საოცნებო და ზღაპრული კუნძული. აწი მე მანდ ჩამომსვლელი არ ვარ. ბევრი არ დაგაკლდებათ, მართალია, მაგრამ მაინც. თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე. არ მინდა ამის ყურება“, - წერს ნიკა გვარამია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გამოცდილება გვაქვს!... დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება“
🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება
🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს
🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს
🔵დღის რჩევა: კარგი დღეაშერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად