7 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საკუთარ პროგნოზს ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამბობს, რომ შესაძლებელია ამ პერიოდში კრიტიკულობა გააქტიურდეს. გარდა ამისა, ასტროლოგი განმარტავს, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის და ქვეყნებისთვის იქნება ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი.
„მორიგი ახალმთვარეობა 7 სექტემბერს, თბილისის დროით 4:52 საათზე დადგა. ეს ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში იყო და ბუნებრივია, წინ ქალწულისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები წამოიწევს - პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, ყურადღება წვრილმანების მიმართ, მოწესრიგების და სისუფთავის დაცვის მძაფრი სურვილი. ნეგატიური თვისებებიდან მოსალოდნელია გააქტიურდეს კრიტიკულობა.
ეს თვისებები ბუნებრივია, ჯერ კიდევ 23 აგვისტოდან გააქტიურებული იყო (ამ დღეს მზემ ქალწულის ნიშანში გადაინაცვლა), თუმცა ეს ყველაფერი 7 სექტემბრიდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება.
ეს ახალმთვარეობა ქალწულის მე-15 გრადუსში იყო. ეს გრადუსი ზოდიაქოს ზუსტად შუაზე ყოფს, ამიტომ სიმბოლურად ეს გზაჯვარედინზე მიანიშნებს. ასე რომ, ეს ახალმთვარეობის პერიოდი გარკვეულწილად, არის წარსულის ანალიზის და მომავლის დაგეგმვის პერიოდი.
გარდა ამისა, ეს გრადუსი მიანიშნებს გადაწყვეტილების აუცილებლად მიღებაზე, მაშინ როცა ადამიანს არ შეუძლია ან ვერ ახერხებს, გადაწყვეტილების მიღებას. შექმნილი მდგომარეობა ადამიანს უბიძგებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავისთვის დაკისრებისკენაც. გარდა ამისა, ეს ახალმთვარეობა მოიტანს ძველი გადაწყვეტილებების გადახედვასა და მათში გარკვეული შესწორებების შეტანას (რამდენადაც ეს მოსახერხებელი იქნება). ისევე როგორც წინა ახალმთვარეობის გრადუსს, მიმდინარე ახალმთვარეობის გრადუსის მმართველიც პლანეტა მერკურია. ამიტომ, სასურველია არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება ლოგიკაზე დაყრდნობით მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში სწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან არასწორი გადაწყვეტილებები გაზრდის სხვა ადამიანების მხრიდან მანიპულირების შესაძლებლობებს.
ახალმთვარეობა და მსოფლიო
ეს ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება (განსაკუთრებით ნეგატიური კუთხით) შემდეგი ქვეყნებისთვის და გეოგრაფიული ტერიტორიებისთვის (სწორედ აქ არის მოსალოდნელი სხვადასხვა ნეგატიური ტენდენციების გააქტიურება):
ჩრდილოეთ ამერიკა
*კანადა (ბრიტანეთის კოლუმბია, ახალი შოტლანდია);
*ამერიკის შეერთებული შტატები (ვაშინგტონის, ორეგონის, სამხრეთ დაკოტას, ნებრასკას, კანზასის, აიოვას, მისურის, არკანზასის, ლუიზიანას შტატები );
* ჩრდილოეთ მექსიკა.
*სამხრეთ ამერიკა
* ბრაზილია.
ევროპა
* ესპანეთი;
* პოლონეთი;
* სლოვაკეთი;
* უნგრეთი;
* სერბეთი;
* ბულგარეთი.
აზია
• რუსეთის აზიური ნაწილი (განსაკუთრებით ტიუმენის მხარე და ასევე კამჩატკა);
• ყახახეთი;
• ტაჯიკეთი;
• ყირგიზეთი;
• პაკისტანი;
• ავღანეთი;
• ინდოეთის დასავლეთ ნაწილი.
აფრიკა
• ლიბია;
• ჩადი;
• ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა;
• კონგო;
• ზამბია;
• მოზამბიკი;
• ეთიოპია;
• კენდია;
ოკეანეთი
• პაპუა-ახალი გვინეა;
• დასავლეთ ავსტრალია.
ახალმთვარეობა და საქართველო
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-3 და მე-10 სახლებს უკავშირდება;
აქედან გამომდინარე, 7 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრამდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) ძირითადად რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გააქტიურდება: ურთიერთობები, ინფორმაციის მიღება-გადაცემა ასევე და ხელისუფლებისთვის (ძალაუფლებისთვის) ბრძოლა (ეს უკანასკნელი შენარჩუნდება წინა პერიოდიდან).
მნიშვნელოვანი გახდება ტრანსპორტის საკითხი, რადგან მე-3 სახლი მუნდანურ ასტროლოგიაში ტრანსპორტს და კომუნიკაციებს მართავს. მოსალოდნელია გააქტიურდეს საქართველოს და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობები. არ გამოირიცხება ქვეყანაში რაიმე ინფორმაციის გამჟღავნება, განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან, რასაც მოსალოდნელია გარკვეული სკანდალიც კი მოჰყვეს.
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ქალწულის ზოდიაქოს მე-14, მე-15 და 16-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკიტორი (მმართველი) იმყოფება.
* ქალწულის და ასევე იმ ადამიანების (ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის მე-14, მე-15 და 16-ე აქტიური გრადუსი აქვთ) ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გააანალიზონ შექმნილი მდგომარეობა, საკუთარ ხასიათში, ცხოვრებაში და გარეგნობაშიც კი გარკვეული დეტალები შეცვალონ. ეს ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი იქნება.
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიწის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - კუროებისთვის და თხის რქისთვის. ეს პერიოდი მათ მოუტანთ ძველი, კრიზისული სიტუაციების თუ ურთიერთობების დასრულებას და გაუჩნდებათ საშუალება ძველი პრობლემები მოაგვარონ.
* კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალ „ხედვას“, ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. თუმცა მათ მოუწევთ საკმაოდ ბევრი ენერგიის და დროის ხარჯვა, რათა შეძლოთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.
რაც შეეხება თევზებს, მათთვის აუცილებელი იქნება რაციონალურისა და ირაციონალურის გამიჯვნა. სასურველია მათ რეალობის განცდა არ დაკარგონ და შეძლონ იმ ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ბუნდოვანი სიტუაციისგან თუ ურთიერთობისგან თავის დახსნაში დაეხმარებათ.
* მცირედით დისჰარმონიული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის - ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. მათ სასურველია ენერგია უკვე დაწყებული საქმეების დასრულებისკენ მიმართოთ. მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები, ამიტომ მეტი მოთმინება და წინდახედულება მართებთ.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. მათ მოუწევთ ერთმანეთისგან გამიჯნონ მნიშვნელოვანი საკითხები და ურთიერთობები უმნიშვნელოსგან. აუცილებელი იქნება პრიორიტეტების განსაზღვრა და ისე მოქმედება.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ", - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵დღეს ახალმთვარეობაა - ნახეთ, რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს
🔵„იდეალური დროა, მომდევნო ერთი თვის სამოქმედო გეგმის შესადგენად“ - ასტროლოგ დავით ნიბლაძე