ეს არის ამ წელში ბოლო რთული კვირა, ამის შემდეგ დედამიწა გადადის დადებით ენერგოველში, როცა უარყოფით ენერგოველშია დედამიწა მაგ დროს რთულდება ვითარება, უარესდება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვითარდება კონფლიქტური სიტუაციები და იძაბება ზოგადი მდგომარეობა.
♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი ამ კვირაში მაღალია, საბოლოო ჯამში კარგი კვირაა, თუმცა მომატებულია თქვენთვის არასწორი ინფორმაციის მოტანისა და მოტყუების მცდელობა, თუ გადაამოწმებთ ყველაფერს გამოიჩენთ თავდაჭერილობას და არ იქნებით სულსწრაფი, ყველაფერი კარგად იქნება.
♉კურო - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, მეტად გამოიძინეთ და დაისვენეთ. ამ კვირის მთავარი გაფრთხილებაა - ფინანსების მიმართ კეთილგონიერების გამოჩენა - არავითარი კაპიტალდაბანდებები, არავითარი სესხები და საეჭვო ფინანსები. კვირის მთავარი ცდუნება იქნება, რომ მაქსიმალურად დახარჯოთ ბევრი ფული.
♊ტყუპები - ტყუპების მიმართაც მოტყუების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება, როგორც საქმიანი, ისე პირადი პარტნიორების მხრიდან, სხვა მხრივ მათი ენერგოტონუსი, სისხარტე და მოქნილობა ეფექტური იქნება.
♋კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, შესაძლებელია მოგატყუონ და არასწორი ინფორმაცია მოგაწოდონ, ამიტომ მეტად დაისვენეთ და ფრთხილად იმოქმედეთ,რადგან შეცდომები არ დაუშვათ.
♌ლომი - ენერგიული, აქტიური, იღბლიანი და წარმატებული ხართ, თუმცა მოგეთხოვებათ დიპლომატია, როგორც შვილებთან ისე სასიყვარულო პარტნიორებთან, ფრთხილად ხელმძღვანელებთან, რადგან მათი მხრიდან კრიტიკა მოიმატებს, თქვენი რეაქცია კი ემოციური იქნება.
♍ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი შემცირებულია, აგრეთვე გჭირდებათ მეტი ტაქტი ახლობლებთან და ნათესავებთან მიმართებით. მოემზადეთ შემდეგი კვირისათვის, რადგან მომავალში თქვენი ენერგია მოიმატებს.
♎სასწორი - გაფრთხილებთ, არცერთ მნიშვნელოვან საბუთსა და ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, დაგჭირდებათ მაქსიმალური დიპლომატია და სიმშვიდის გამოჩენა.
♏მორიელი - მორიელებს გთხოვთ, რომ ეს კვირა მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ და თუ საკუთარ თავზე რამე პასუხისმგებლობას აღებს, მოუწევს მეტი დასვენება, სხვანაირად ვერ ასცდება ნევროზულობას და საკუთარი ნეგატიური ენერგიის მსხვერპლი გახდება.
♐მშვილდოსანი - აი, მთავარი ფავორიტი ვინ არის. აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია, ყველა მიმართულებით წარმატებულია თუმცა კოსმოსი აფრთხილებს, რომ არ იჩქაროს.
♑თხის რქა - ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი გაქვთ, ინტრიგები, ჭორები, ფარული მტრები, მოწინააღმდეგეები მოშურნეები, ძველი შეუსრულებელი ვალდებულებები ყველაფერი მოიყრის თავს, ამ კვირაში სიფრთხილე გმართებთ, შემდეგი კვირიდან მოიმატებს თქვენი იღბლიანობა.
♒ მერწყული - ენერგოტონუსის კუთხით მდგომარეობა ძალიან კარგია, იდეებსაც არ უჩივით, თუმცა თანმიმდევრულობა მოგეთხოვებათ. აგრეთვე გაფრთხილებთ რომ არ დახარჯოთ ბევრი ფული და ფრთხილად მოეკიდეთ კაპიტალდაბანდებებს.
♓ თევზები - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან კონფლიქტების რისკი,როგორც სახლში ისე სამსახურში მაღალია. მეტი ტაქტი და თავდაჭერა გამოიჩინეთ. შემდეგი კვირიდან სასიკეთო ცვლილებები დაიწყება.