Digest Logo

„გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება“ - დღის რჩევა

1639375929
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი, უშიშარი და შეუპოვარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ  ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში მოთმინებას, ნებისყოფას და შეუპოვრობას, დისციპლინას, ორგანიზებულობას და პრაგმატულად აზროვნების უნარს გააძლიერებს.

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია თვალის აღების ალბათობა. არ ღირს აჩქარება, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და მოიძიოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საკამათო საკითხების გადაწყვეტას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინიციატივის გამოჩენისა და ახალი პროექტის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„იღლიები გაქვთ გამომწვარი?“ – LIDER TV-ის შემქმნელების ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

🔵„ომიკრონმა“ ინტერგენომური თამაშები დაიწყო და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული