ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონმა“ ყველაზე დიდი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ შესაძლებელია, ის უფრო ადვილად გავრცელებადი გახდეს, ან შეიძინოს უფრო აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა.
მისივე თქმით, პირველად კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ომიკრონს“ აქვს უნარი დაუსხლტეს იმუნიტეტს, როგორც კორონავირუსის გადატანის შემდგომ ჩამოყალიბებულს, ასევე, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნიტეტს.
„პირველადმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ „ომიკრონს“ რეინფიცირების უფრო მაღალი უნარი აქვს, ანუ თუ ადამიანები ერთხელ უკვე გადაიტანენ კორონავირუსულ ინფექციას, „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია, ვიდრე ეს იყო „დელტა“ შტამის დროს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მას აქვს უნარი დაუსხლტეს იმუნიტეტს, როგორც ვაქცინით, ასევე დაავადების გადატანით შეძენილს.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რადგან აფრიკის რეგიონის გარდა, სხვა კონტინენტებზე მისი გავრცელება ასეთი მაღალი არ არის. ჩვენ არ დავკვირვებულვართ პაციენტებს, რომ ვისაუბროთ იმაზე, „ომიკრონი“ უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ მსუბუქად. თუ სამხრეთ აფრიკელი ექიმების კვლევებს დავეყრდნობით, გვამცნობენ, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მაშტაბებს
🔵რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი
წყარო: fortuna.ge