ასტროლოგი რამაზ გიგაური, 21 დეკემბრის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ, იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კაცობრიობა თავისი განვითარების ახლა ეტაპზე გადადის.
გიგაური ამ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ადამიანს, მხოლოდ თავის შრომა განავითარებს და არა პლანეტბის მოძრაობა.
„იმ ხალხზე მეცინება, ვისაც ჰგონიათ, რომ ამ იუპიტერ-სატურნის შეერთებით რაღაც სიხშირეს მიაღწიეს ან რომელიღაც განზომილებაში გადავიდნენ.
22-ში რომ გაიღვიძებენ და ისევ ის ყაყა დახვდებათ, მერე?
საათის ციფერბლატს და ისრებს არცერთი ადამიანი არანაირ განზომილებაში არ გადაყავს და არანაირ სიხშირეს არ ანიჭებს. ისინი გარკვეულ დროზე მიგვანიშნებენ და მათ საერთოდ არ აინტერესებთ, ჩვენ რისთვის ვიყენებთ ამ დროს ან საერთოდ ვიყენებთ თუ არა.
ჩვენი ერმალოსი არ იყოს: აპოკალიფსი არ იქნება!
არანაირი სიხშირე და ნაირფერადი განზომილება არ იქნება. დაიკაპიწეთ ხელები და აკეთეთ თქვენი საქმე.
დრო მიდის!
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ დაწეროთ 2020 წლის ანალიზი და 2021 წლის გეგმებიც „ჩამოყაროთ“.
იმის თქმას, რომ „2020 წელსაც ჩამოვყარე და მერე?“ არ მიიღება.
პაპაჩემმა იცოდა, რომ გვალვიანი წლის მეორე წელს აუცილებლად უნდა დაეთესა სიმინდი, ხორბალი, ლობიო თუ კარტოფილი. მითუმეტეს უნდა დაეთესა!
ასე რომ, დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რის „დათესვას“ აპირებთ 2021 წელს და ნუ დაელოდებით, როდის გადახვალთ მე-11 განზომილებაში, რომლის პასუხი მგონი გია დვალსაც არ ეცოდინება.
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ ჩემი სიტყვები - დახედოთ თქვენს ხელისგულებს და თქვათ: ამ ხელებს შეუძლია!
P.S. ბიძაჩემის არ იყოს: მიდით, გაიათ, გაჲცით ახლა!“ - წერს ასტროლოგი.
⚪აგრეთვე დგაინტერესებთ:
დღეს ჩაფიქრებული ყველა ნატვრა აგიხდებათ - აი, როგორ უნდა მოიქცეთ
რა გველოდება 20-21 დეკემბერს? – აპოკალიფსური მოვლენების პიკი და რამდენიმე სცენარი ერეკლე შონიასგან