Digest Logo

„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა

1636348213
მიხეილ ცაგარელი

ასტეროიდ ქირონის, პლანეტა ურანის და შავი მთვარის დაპირისპირება, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება, პირველ რიგში ეკონომიკასა და ფინანსურ სფეროზე აისახება ნეგატიურად, ჩაიშლება მნიშვნელოვანი გარიგებები და მოლაპარაკებები რისი მიზეზი ნაკლები დიპლომატია, უკომპრომისობა და თაღლითობა გახდება.

თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისგან, რადგან დეტალურად გათვლილი გეგმაც კი მცდარი და წარუმატებელი აღმოჩნდება.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება გრძნობების გამოხატვისას, რადგან გადაჭარბებული სიყვარული და მზრუნველობა ზოგჯერ გამაღიზიანებელი და ძალიან მოსაბეზრებელია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ თაფლის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“

🔵„ამაზე საშინელება აღარც არსებობს - სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ“ - აკა სინჯიკაშვილი

წყარო: fortuna.ge