Digest Logo

კარგია შეცდომების აღიარება და ძველი პრობლემების მოგვარება - დღის რჩევა

1635834830
მიხეილ ცაგარელი

წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, რადგან 23 ნოემბრამდე დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია კონფლიქტების და ფიზიკური დაპირისპირების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები, კამათის შემთხვევაში კი, ეცადეთ დათმოთ და სწრაფად დაივიწყოთ წყენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, შეხვედრების და მოლაპარაკებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად, შეცდომების აღიარებისა და ძველი პრობლემების ახლებურად მოსაგვარებლად, სამომავლო გეგმების დასახვისა და მათი განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, შოკოლადის, თაფლის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქასა და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს