Digest Logo

ხვალ უკუსვლით მოძრავი იუპიტერი მერწყულის ნიშანში ბრუნდება - რა მიმართულებით იქნება სასიკეთო ძვრები?

1627399554
იუპიტერი

28 ივლისს, უკუსვლით მოძრავი იუპიტერი მერწყულის ნიშანში ბრუნდება. ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზით, ეს მოვლენა საიმედო განწყობებს მოიტანს და დაძაბულ სოციალურ გარემოს შეამსუბუქებს. 

მისივე თქმით, ვინაიდან მერწყული თავისუფლების სიმბოლოა, მომდევნო 9 თვის განმავლობაში, ძალდატანება და იძულება უნდა დაივიწყოთ. ურთიერთობებში მეტი ჰარმონია და დემოკრატიულობა მოიმატებს.

„28 ივლისს, ნაშუადღევს, თევზებიდან უკუსვლით მოძრავი იუპიტერი მერწყულის ნიშანში ბრუნდება. ის აქ წლის ბოლომდე, 29 დეკემბრის ჩათვლით დარჩება, შემდეგ კი კვლავ თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს.
იუპიტერისათვის თევზები მისი მეორე მმართველობის ნიშნად ითვლება, მაგრამ მე რომ მკითხო, არაულობის მეტი აქ არაფერი მოუტანია. ამ არეულობაში და მღვრიე წყალში ზოგადად „თევზს ის იჭერს“ და ხეირსაც ნახულობს, ვინც კარგად იცის წყლისქვეშა დინებები საით მიემართებიან, დანარჩენები კი მხოლოდ ზედაპირს უყურებენ, რასაც ალალად თუ ვიტყვი, რეალობასთან დიდად არაფერი საერთო აქვს.

ამიტომ იუპიტერის მერწყულში დაბრუნებას სიხარულით მივესალმები.

შესაძლოა მითხრათ, კი გვახსოვს შარშან დეკემბრის ბოლოდან წლევანდელ მაისამდე მანდ რომ იყო და კარგი რა მოიტანაო?

რა და იმედები! მერწყული მომავალზე არის ორიენტირებული, შესაძლოა შედეგებს მაშინვე ვერ დებს. მაგრამ ის მაინც ქმნის ახალს, რომლის შედეგებიც მერე, რამდენიმე ხანში უსათუოდ მოდის.

ჰოდა, ვინაიდან იმ ხუთი თვის მანძილზე რაღაც კარგს საფუძველი ჩაეყარა, ვიმედოვნებ, რომ ახლა ისევ იმ თემებში დაბრუნებული იუპიტერი უკვე რეალურ შედეგებს დადებს! ყოველ შემთხვევაში ამღვრეულ წყალში ახვეული თვალებით მაინც აღარ მოგვიწევს ტოპაობა.

რა მიმართულებით იქნება სასიკეთო ძვრები?

სოციალურ ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები იქნება მოსალოდნელი, ბევრის ხედვები შეიცვლება და თვალები აეხილება რაღაც - რაღაცებზე. მინდა ისიც გაგახსენოთ, რომ მერწყული თავისუფლებაა! ამიტომ ნებისმიერი მიმართულებით რამეზე ძალდატანება არავის გაუვა. იუპიტერი წარმატების პლანეტაა, მაგრამ ახლაწარმატება ინდივიდუალურ ქმედებებს არ მოაქვს, რადგან მერწყული თანამოაზრეების გაერთიანების მომხრეა. თავისუფლების მიღწევა კი ამ პერიოდში მხოლოდ სულიერი ზრდის პირობით იქნება შესაძლებელი და არა გაბერილი ეგოს მეშვეობით.

წარმატება შეიძლება ისეთი მოულოდნელი მხრიდან გვეწვიოს, რასაც ვერც წარმოიდგენთ. ორიგინალური ქმედებები გამართლებულია. სტერეოტიპები და დაშტამპული აზროვნება როგორმე გვერდით უნდა გადადოს ყველამ!

მოკლედ, წინ მშვენიერი შესაძლებლობები გველის, მთავარია დავინახოთ და გავარჩიოთ, ვინაა მტერი და ვინ მოყვარე. თორემ მერე როცა იუპიტერი ისევ თევზებში დაბრუნდება და მავანნი ისევ მღვრიე წყალში ხელის მოთბობას ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე შეეცდებიან, გვიანი არ იყოს...“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიტყვას ყოველთვის ასრულებენ

4 ნიშანი რომელზეც სავსემთვარეობა იმოქმედებს

იშვიათი მოვლენაა! 2 სავსე მთვარეა მერწყულში - რა უნდა იცოდეთ სავსე მთვარეზე, რომელიც ამ საღამოს იქნება?