Digest Logo

ყველა ოცნება სრულდება! - 4 რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა ჩაატაროთ, ცაგარელის რჩევები

1608797891
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ამბობენ, ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ყველა კეთილი სურვილი აგიხდებაო, თუმცა „ჩაფიქრებასაც თავისი წესები აქვს“. წესი #1 - არ თქვა ხმამაღლა, თუმცა ეს ყველამ იცის. აი, ის კი, რასაც ამ ბლოგში მოგიყვებით, მხოლოდ ასტროლოგიაში კარგად ჩახედილებმა თუ იციან. 

იმისთვის, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აგიხდეთ და მომავალმა წელმა ხვავი, ბარაქა და კეთილდღეობა მოგიტანოთ, დაგჭირდებათ: 

გოგრა

სანთელი

ლითონის ფული

და რწმენა, რომ ყველაფერი აგიხდებათ...

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, 31 დეკემბერს საღამოს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე აანთოთ სანთელი, მადლობა გადაუხადოთ 2020 წელს და ჩაუთქვათ სურვილი. აგრეთვე კარგია, თუ ზუსტად 24:00 საათზე გაჭრით გოგრას და მის მარცვალს მიმოაბნევთ მთელ სახლში.

მისივე რჩევით, მეკლვედ უნდა დაპატიჟოთ საიმედო ადამიანი, რომელიც აუცილებლად მოგართმევთ მანდარინს, თხილს, ყველის ნაჭერსა და ტკბილეულს.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ 4 რიტუალს, რომელიც ცაგარელის რჩევით, ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ

1. ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე უნდა აანთოთ 1 ან 5 თეთრი ფერის სანთელი, მადლობა უნდა უთხრათ გასულ წელს და ჩაიფიქროთ მომავალი წლისთის სურვილები.

2. კარგი იქნება თუ საახალწლო სუფრაზე თეფშების ქვეშ დადებთ ორ 2-ლარიან და ერთ ერთლარიან მონეტებს, როგორც მომავალი წლის ხვავისა და ბარაქის სიმბოლოს. ახალი წლის სუფრის დასრულების შემდეგ ეს მონეტები უნდა ჩაიდოთ საფულეში.

3. ახალი წლის დადგომისთანავე გაჭერით გოგრა და მისი შიგთავსი მიმოაბნიეთ მთელ სახლში, დატოვეთ ის დილამდე, დილით აკრეფილი მარცვლები კი შეინახეთ მომავალ წლამედე. თავად გოგრა შეგიძლიათ მიირთვათ.

4. კარგი იქნება თუ ახალი წლის დადგომისთანავე ხარის გამოსახულებიან ყულაბაში ჩაყრით 5 ცალ ლითონის ფულს და სურვილს ჩაუთქვამთ.

რაც შეეხება მეკვლეს - ის სანდო ადამიანი უნდა იყოს, რომელიც თქვენს ოჯახში ტკბილეულთან ერთად შემოიტანს:

5 ცალ თხილს

5 ცალ მანდარინს

ყველის 5 ნაჭერს

5 მონეტას

მწვანილს.

და ბოლოს - ახალი წლის ღამეს, კარგია ისეთი მინერალების გამოყენება, როგორიცაა საფირონი, აქვამარინი, ძოწი, ცირკონი, აცრისფერი აგატრი, მარჯანი და ზურმუხტი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ენერგიას“, - აცხადებს ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრისას.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

2021 წლის ფენშუის პროგნოზი: 1 თვეში დედამიწის ენერგეტიკა იცვლება

ფულის მოზიდვის დროა! 4 ოქროს წესი და ახალ წლამდე გასაკეთებელი საქმეები

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ჩაუკეტავს ხარის წელი ფინანსურ ნაკადს