დღეს 18 ივნისს ბოროტი პლანეტა ლილიტი კუროს ნიშანს დატოვებს და 9 თვით ტყუპების ნიშანში გადავა. ეს მოვლენა ადამიანებში კომუნიკაციებს გაართულებს. ძალიან ბევრი ადამიანი ეცდება ტყუილითა და არასწორად მიტანილი ამბით თავისი ინტერესები გაატაროს.
ამიტომ თითოეულ ნიშანს მოეთხოვება ყველანაირი ინფორმაცია გადაამოწმოს, რაც უფრო ახლოსაა ადამიანი მით უფრო გამოიყენებს საკუთარ კონტაქტებს და გამოუსწორებელ შეცდომას დაგაშვებინებთ, ამიტომ ნებისმიერი ამბავი, რასაც გეტყვიან გადაამოწმეთ ეს კოსმოსის დაკვეთაა.
„18 ივლისიდან ლილიტი ტყუპებშია. ლეგენდის მიხედვით, ლილიტი ადამის პირველი ცოლი იყო, რომელმაც ქმრის მორჩილებაზე უარი განაცხადა და თანასწორობაზე პრეტენზიის გამო დატოვა ედემი, მის ნაცვლად კი ევა შეიქმნა.
ლილიტი სწორედ ხმის ამაღლებასთან, ურყევ პრინციპებთან და რადიკალიზმთან ასოცირდება. მისი ხმაურიანი ბუნების გამო, იმასაც კი მიიჩნევენ, რომ ლილიტისთვის სწორედ ტყუპებია იდეალური პოზიცია.
ამ ტრანზიტის დროს (2022 წლის 14 აპრილამდე) გაცილებით ხმაურიანი და ქაოსური იქნება ჩვენი ყოველდღიურობა თუ დავივიწყებთ, რომ „დუმილი ოქროა რჩეული“.
ვინაიდან ტყუპები ბუნებრივად ასოცირდება კომუნიკაციასა და თვითგამოხატვასთან, ლილიტის ამ ნიშანში ტრანზიტი გვასტიმულირებს, ჩვენ ჩვენი სათქმელი ხმამაღლა ვთქვათ. რა არ მოგვწონს, რის მიმართ გვაქვს პრეტენზია, რა გვინდა, როგორ გვინდა...
ამიტომ:
შევინარჩუნოთ მშვიდი განწყობა რაც არ უნდა გავიგოთ. აი, ასე, მარტივად, შესაძლოა, გაგონილი სულაც არ იყოს სიმართლე და ჭორის გამო ადამიანებს გული ვატკინოთ;
მოვუსმინოთ ერთმანეთს, მართლა მოვუსმინოთ ოღონდ, მოჩვენებითად არა. ზრდილობის გამო კი არა, რამე მნიშვნელოვანი რომ არ გამოგვრჩეს;
სანამ გაგონილის ან წაკითხულის გამო ომს დავიწყებთ, გადავამოწმოთ, იქნებ უბრალოდ ჩვენ აღვიქვით სხვანაირად და სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა?!
ხანდახან ტელევიზორიც გავთიშოთ და ტელეფონებიც გადავდოთ გვერდით. უბრალოდ, ცოტა ხნით გონება დავასვენოთ ხოლმე ინფორმაციის მიღება-გაცემისგან;
სანამ „ნიუსფიდში“ ამომხტარ „შოკისმომგვრელ“ ამბავს გავაზიარებთ, დავფიქრდეთ, ტყუილის გავრცელებას ხომ არ ვუწყობთ ხელს. თუ ეჭვი შეგვეპარება, გადავამოწმოთ. თუ ეს არ გამოგვივა, უბრალოდ შევეშვათ მის გაზიარება-დაგზავნებს;
ტყუპები ზედმეტად სულსწრაფი ნიშანია. ამიტომ ლილიტის ცდუნებებს რომ არ მივცეთ ზედმეტის "უფლება", ყველას და ყველაფრის დაჩქარებას ნუ ვეცდებით;
ახალი პროდუქტის რეკლამის ნახვისთანავე ნუ გავქანდებით მის შესაძენად. შესაძლოა, რაღაც ვერ გავითვალისწინოთ და მერე ვინანოთ;
მედიასთან ინტერვიუს მიცემის დროსაც, კარგად უნდა დავფიქრდეთ სანამ რამეს ვიტყვით. არასწორი ინტერპრეტირებისგან თავის დასაცავად, ყველა მესიჯი მკაფიო და მარტივად აღქმადი ჯობია იყოს.
აგრეთვე დაგინტერესებთ:
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
„მფარველმა ანგელოზმა“ ნიშანი შეიცვალა - ეს 3 ნიშანი, 7 თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი ხდება
ზოდიაქოს 3 განსაკუთრებული ნიშანი, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია