Digest Logo

„მინდა, მივმართო მას“ - მიხეილ ცაგარელი იუბილარ ანუკი არეშიძეს ახასიათებს და რჩევებს აძლევს

1625135085
მიხეილ ცაგარელი და ანუკი არეშიძე

დღეს, პირ­ველ ივ­ლისს, თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კი არე­ში­ძე 32 წლის გახ­და. ანუკი 4 შვილის დედა, ლამაზი და წარმატებული დიზაინერია. „დაიჯესტი“ დაინტერესდა, რომელი ზოდიაქოს ნიშანს წარმოადგენს დედაქალაქის „პირველი ლედი“ და მისი ზოგადი დახასიათება ასტროლოგ, მიხეილ ცაგარელს ვთხოვეთ.

მაშ ასე:

კირჩხიბის ზოგადი დახასიათება

კირჩხიბი წყლის სტიქიის წარმომადგენელია. ის ემოციურობით, მგრძნობიარობითა და რომანტიკულობით გამოირჩევა. აქვს საოცარი ინტუიცია და წინათგრძნობის უნარი. ეს ნიშანი კონსერვატორია, ტრადიციების დიდი მოყვარული. უყვარს ოჯახი, ტრადიციები, საგვარეულო, ურთიერთობები, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო მეოჯახეა. არის დედა, რომელიც გადაყოლილია შვილებსა და ქმარზე. პატრიოტი ნიშანია, უყვარს სამშობლო და სახლი.

ამ ნიშანს აინტერესებს კოსმიური საიდუმლოებები და ეზოთერული თემები. აგრეთვე, არის გურმანი და საოცარი კულინარი. კირჩხიბი საიდუმლო ნიშნებს განეკუთვნება. მათ გეგმები უნდა გაასაიდუმლოონ. ჯერ უნდა გადადგან ნაბიჯი და შემდეგ თქვან. მისთვის თერაპიას წარმოადგენს წყალი, ძალიან კარგია, აუზი, ზღვა ან თუნდაც მდინარე. აუცილებელია წყლის ნიშნებთან კონტაქტი.

კირჩხიბის უარყოფითი თვისებები

მოულოდნელი ხასიათცვალებადობა. ზღვარგადასული ფანტაზიები, მიჯაჭვულობა და ზღვარგადასული თანაგრძნობა. მანიაკალური იდეები, აკვიატებები, სასწრაფოd უნდა მოიშორონ ცუდი აზრები, რადგან იმდენს ფიქრობს, შესაძლოა, აზრების რეალიზება მოახდინოს.

კირჩხიბი ძალიან კარგი ხელოვანია - ამ ნიშნით ბუმბერაზი მხატვრები არიან დაბადებულნი.

კირჩხიბის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან

ეს ნიშანი კარგად გრძნობს თავს თევზებთან, მორიელთან, კუროსა და ქალწულთან. არ ვარგა მისი ურთიერთობა ვერძთან და სასწორთან. დანარჩენებთან ნიშნებთან კი ნეიტრალურია.

მისი მინერალია ზურმუხტი, ამ ქვას მოაქვს მისთვის ბედნიერება და კეთილდღეობა.

მინდა მივმართო მას, ახლა 22-25 ივლისამდე მზე გადის კირჩხიბის ნიშანს და თქვენი განწყობა, იღბლიანობა და შარმი განსაკუთრებულია. გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად.

როგორც აღმოჩნდა, ანუკის არჩევანი ასტროლოგიურადაც გამართლებულია, რადგან თბილისის მერი, კახა კალაძე ზოდიაქოთი თევზებია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თინა ხიდაშელი სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა

სააკაშვილის ოჯახური ფოტოსესია ბიძაშვილის ქორწილში - ფოტოები აშშ-დან

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები