Digest Logo

„მზებუდობის საკრალური დღეა“ - მიხეილ ცაგარელის დღის დეტალური რჩევა

1640066898
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:45-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზებუდობის საკრალური დღეა, როცა დღე ღამეს გაუსწორდება. სწორედ მზებუდობა ითვლება ძველ წელთან დამშვიდობების და ახალთან შეხვედრის დღედ, რადგან 21 დეკემბერს არა მხოლოდ წლიური ციკლი სრულდება, არამედ ძველი მზე კვდება და ახალი იბადება.

დაალაგეთ სახლი და განთავისუფლდით ძველი ნივთებისგან, შემოუარეთ ყველა ოთახს ანთებული სანთლით, გადაუხადეთ მადლობა ძველ წელს და წარსულს ჩააბარეთ ყველა პრობლემა. კარგი დღეა სურვილების ჩაფიქრებისთვის, საუკეთესო დრო კი, 21:12 და 21:21 საათია, თუმცა სურვილები აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს.

მზის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას, ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას, შრომისუნარიანობას, პრაგმატულობას, ნებისყოფას და მოთმინებას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და ზედმეტ პირდაპირობას გააძლიერებს ადამიანებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, გიშერი, ამეთვისტო, ოპალი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანსა და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი

წყარო: fortuna.ge