Digest Logo

პოზიტიური აზროვნების ასპექტი იზრდება - ასტროლოგის პროგნოზი

1632207927
ჰოროსკოპი

ასტროლოგ დავით ნიბლაძის პროგნოზით, სავსე მთვარესთან ერთად 21 სექტემბერს, მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტიც იქნება, რაც გაზრდის კომუნიკაბელობას და ხელს შეუწყობს პოზიტიურ აზროვნებას.

„დღეს, 21 სექტემბერს, სავსე მთვარესთან ერთად მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული (120-გრადუსიანი) ასპექტიც გვაქვს.

ეს ასპექტი ზრდის პოზიტიურ აზროვნებას, კომუნიკაბელურობასა და მთლიანი სურათის დანახვის შესაძლებლობას. მშვენიერი დღეა ახალი იდეების გენერირებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებების, კომერციული გარიგებების, აპლიკაციების შევსება - გაგზავნისთვის (მათ შორის CV-ის გასაგზავნად და გასაუბრებებისთვის), სწავლისთვის, სწავლებისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის, წერისა და მგზავრობისთვის. ამავე დროს, მეტი ყურადღება გვმართებს დეტალების მიმართ.

თუ მერკური იუპიტერთან ტრინს შენს დაბადების რუკაში ქმნის, შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს ეს ასპექტი ფართო მსოფლმხედველობითა და ყოვლისმომცველი ცოდნით გაჯილდოებს. პოზიტიური აზროვნება, მჭევრმეტყველება, დახვეწილი სოციალური უნარები და კომუნიკაბელურობა საკმაო პოპულარობასა და წარმატებას გპირდება ცხოვრებაში. იუპიტერის „ბუსთერის“ წყალობით, შენს მერკურს არ გაუჭირდება მოქნილობა, აზრის დამაჯერებლად გადმოცემა, სწრაფად აზროვნება და მიხვედრილობა. ეს ყველაფერი ნებისმიერი პროფესიის ათვისებაში შეგიწყობს ხელს, თუმცა თუ კარიერას ახლა გეგმავ, გირჩევ, თავი უცხო ენებში, სამართალში, ფილოსოფიაში, პოლიტიკასა და სოციოლოგიაში მოსინჯო“, - წერს ნიბლაძე..

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵საკრალური დღეა და ოცნებების ახდენა რეალურია“ - რა უნდა გავაკეთოთ 22 სექტემბერს, რომ სურვილები აგვიხდეს?

🔵რომელ სამ ნიშანს უჩნდება ყველაზე ლამაზი შვილები

🔵„სექტემბრიდან დაიწყება, ეს პროცესი - ამის გამო მოკვდება ხალხი და კოვიდს დააბრალებენ“