Digest Logo

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა ახალმთვარეობის შემდეგ და ვისთვისაა კარგი პერიოდი?

1628498856
მთვარე

8 აგვისტოს ახალმთვარეობა იყო. ახალმთვარეობის ენერგია რამდენიმე დღე გრძელდება და მომავალი ახალმთვარეობამდე მოქმედებს. თუმცა ყველაზე არა, განსაკუთრებით მათზე ვინც კონკრეტულ რიცხვებშია დაბადებული.

12 აგვისტომდე საინტერესო პერიოდი გველის, მას პლანეტარული წლის დასაწყისსაც კი უწოდებენ. მზე და სირიუსი, რომელსაც მეორე მზეს უწოდებენ, ერთ ხაზზე დგებიან. ამ პერიოდში ეცადეთ, მზის ამოსვლისთანავე ადგეთ, ცოტა ხანი უყურეთ აისს, მიიღოთ მზის აბაზანები (ოღონდ, გონივრულად), შეგიძლიათ ჩაატაროთ მზიური პრაქტიკები, რათა მაქსიმალურად დაიმუხტოთ მზის ენერგიით. თუ თილისმას ატარებთ, დამუხტეთ ის მზის ენერგიით. ეს პერიოდი აგრეთვე კარგია ლიდერის თვისებების გამოსავლენად, დღესასწაულების მოსაწყობად, ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად. იყავით შემოქმედებითი. გახდით თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი.

ახალმთვარეობაზე მოერიდეთ ალკოჰოლისა და ყველა მათრობელა საშუალების მიღებას. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ ქიმიურ ნივთიერებებთან. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ მანიპულატორების მსხვერპლი. არ იაფერისტოთ და არც სხვას მოატყუებინოთ თავი. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. არ გირჩევთ ახალმთვარეობაზე, პლუს/მინუს 2 დღე, ახალი ნივთების შეძენას.

მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, მათ ვისაც სურს ელექტრო, საყოფაცხოვრებო, კომპიუტერული ტექნიკის ყიდვა, საუკეთესო პერიოდია 18-22 აგვისტო. ეს პერიოდი აგრეთვე კარგია მეგობრებთან შეხვედრისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის და მათთვისაც, ვისაც სურს, ინტერნეტსაქმიანობის დაწყება.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? მათზე, ვისი დაბადების პერიოდიც უწევს 5-11 აგვისტოს შუალედში. მზად იყავით სასიამოვნო სიახლეებისთვის. პირველი-7 თებერვლის, 3-9 მაისის და 5-11 ნოემბრის შუალედში დაბადებულებმა მეტად გამოავლინეთ თქვენი სურვილები, იმოქმედეთ გააზრებულად, დაკვირვებულად და ბრძნულად. პლანეტების კეთილგანწყობა ელით მათ, ვინც დაიბადნენ: 2-8 აპრილის, 3-9 ივნისის, 6-12 ოქტომბრისა და 5-11 დეკემბრის შუალედში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ახალმა ქართველმა მილიარდერმა ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

„ღალატს არ აქვს გასამართლებელი საბუთი, მაგრამ თათასნაირი ქალი ბევრია“ - „ჩცდს“ ფინალური სერიის განხილვამ სოცქსელი სრულად მოიცვა

ნინოწმინდის პანსიონი დააჯარიმეს

წყარო: intermedia.ge