Digest Logo

„ღალატს არ აქვს გასამართლებელი საბუთი, მაგრამ თათასნაირი ქალი ბევრია“ - „ჩცდს“ ფინალური სერიის განხილვამ სოცქსელი სრულად მოიცვა

1628496233
თაათია

გუშინ, 8 აგვისტოს, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალური სერია გავიდა ეთერში, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა. 

სერია მაყურებლისთვის იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ განხილვა დღემდე მიმდინარეობს, მსგავს ფინალს ალბათ ბევრი არც ელოდა, თუმცა ფაქტია, მოხდა ის, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება.

სერიალში მორიგი განსახილველი თემა გახდა ოჯახური და აქტუალური პრობლემა - ღალატი. ბიზნესმენისა და მომავალი პოლიტიკოსის ლამაზ მეუღლეს - თათას, თავს აყვარებს ახალგაზრდა, უსაქმური და ნარკომანი ბიჭი - ლევანიკო, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული წაართვას ქალს, რომელსაც ქმარი მთელი ცხოვრება ღალატობდა.

ამ გმირს და მის გარშემო დატრიალებულ ამბებს სერიალის მაყურებლები აქტიურად განიხილავენ.

„დაიჯესტი“ რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

🔵 „კიდევ ერთხელ დავწერ და ვაღიარებ ამ ფილმს ..

ასეთი რეალუიი და ცხოვრებისეული სერიალი საქართველოში კი არა ბევრ ქვეყნებში არ გადაუღიათ,,,რაც ნამდვილად დღეს ჩვენ თავს ხდებაა... დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანის ცხოვრებაა ასახული ამ სერიალში და რაც ჩვენ ქვეყანაშიი და ამ ცხოვრების რეალობაში ხდება სამწუხაროდ , მართლაც ამხელა სერიაალი არსად გადაუღიათ როგორც ეს სერიალია.. ეს სერიალი ნამდვილად არ უნდა შეწყდეს. ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია რაც კი ბოლო წლებში გადაუღიათ მარტო საქართველოშიი კი არა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში . ყოველიი ახალი სერია ამ ფილმიდან ჩვენიი ახალი რეალობა ამ ცხოვრებიდან....ველოდებით ახალ სეზონს მალე ....მართლაც ამ ახალ ინტრიგნულიი სეზონის დაწყებას .....“

🔵 „ალექსანდრეს როლის შემსრულებელმა გამანადგურა, ყველა ემოცია იმდენად რეალურად გადმოსცა, რომ ეკრანს მიღმაც ვიგრძენი ((( უმძიმესი კადრები იყო. პირად ამბიციებს გადაყოლილი ადამიანობა და მოყვასის სიყვარული... სამწუხარო რეალობა ვიხილეთ ამ სერიაში!“

🔵 „თათაში ძალიან ბევრმა, უგონოდ შეყვარებულმა ქალებმა ამოვიცანით თავი და გვერდიდან რააა გულის ამრევი შესახედიააა თურმე, როცა კაცს სთხოვ იმას, რაც საერთოდ არ სურს შენთან. უნდა გაეცალო, გაშორდე და მოცილდე ასეთ წურბელას რა აღარც თავმოყვარეობა შეელახება ქალს და “ლევანას” პრობლემების მოგვარების ნაცვლად სიმშვიდე მაინც გექნება ადამიანო!!"

🔵 „ისე, თათა მეცოდება, ყველაფერი და ყველანაირი სიტუაცია ხდება ადამიანის ცხოვრებაში... პატარა გოგო არაა, მაგრამ ღალატი მისი გეგმა რომ არ ყოფილა და უბრალოდ ყურადღებამ მოხიბლა და ახლა თვითონაც ხვდება, რაც შეეშალა! ქმარი ჩვეულებრივი მოღალატე, ლევანი ჩვეულებრივი პარაზიტი, არც ერთში არ გაუმართლა..."

🔵 „ღალატს არ აქვს გასამართელებელი საბუთი, მაგრამ თათასნაირი ქალი ბევრია - აქვს ყველაფერი, რაც სურს, ფული, ძალაუფლება, მაგრამ არ აქვს მეუღლის სითბო და ყურადღება, ვერ გრძნობს, მზრუნველობას მის მიმართ რომ გამოხატავდეს ქმარი და ისიც იცის, რომ ცალკე "ნაშებს" არ იკლებს. რაღაცნაირი ჩერჩეტი ქალის პერსონაჟია. დაინახა პატარა ბიჭი და აჟიტირდა, ეგონა, ის მისცემდა იმ სითბოს და ყურადღებას, რაც აკლდა და ვერ გაითვალისწინა, რა მძარცველი და მატყუარაც აღმოჩნდა. ასეთი ქალები ბოლოს ყველაფერს კარგავენ თავისივე უტვინობით და შესაცოდია მეტი არაფერი".

რეალურ ცხოვრებაში კი მსახიობი, რომელიც თათას როლს განასახიერებს მსახიობი და ფოტოგრაფი თამუნა ქოთილაიძეა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

7 „გავლენიანი ქალი“, რომლებსაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ - ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი?

2-ჯერ შექმნილ ოჯახი, ნარკოდამოკიდებულება, „ბაბნიკური“ ცხოვრება და შვილები - ილო ბეროშვილის უცნობი ამბები

ვინ არის პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარელი „ჩცდ“-დან და რა საერთო აქვს პერსონაჟს რეალურ ცხოვრებასთან