სანამ პორნოს ერთად ჩაუსხდებით, უკეთესია ჯერ შენ გაერკვე, რა შეიძლება მოეწონოს და რა - არა შენს პარტნიორს. სექსულაური მისწრაფებების გამოცნობა კი მარტივი არაა, მით უმეტეს ჩვენს რეალობაში, როცა წყვილები ამაზე იშვიათად საუბრობენ. სამაგიეროდ, ბევრს ვსაუბრობთ ასტროლოგიაზე. ერთი შეხედვით, რა კავშირში უნდა იყოს ვარკსვლავები სექსთან, მაგრამ თუ ამ ფსევდომეცნიერებას დავუჯერებთ, კოსმოსი ყველაფერს ამბობს, მთავარი ჩვენ ვარსკვავების ენა ვიცოდეთ. ჰოდა, მოდი ვცადოთ.
მაშ, ასე - როგორ აღვაგზნოთ პარტნიორი, თუკი მისი ზოდიაქო ვიცით?
თხის რქა
კუნილინგუსების მეფე! თუ მისთვის სიამოვნების მინიჭება მართლა გინდა, აცადე იყოს დომინანტი, თუმცა ნურც ახალი რაღაცების შეთავაზება მოგერიდება. ის ნამდვილი გრეია ტყავის ქამრით ხელში და ნუ გაგიკვირდება, სამზარეულოს ქვეშ Pleasure room-ს თუ აღმოაჩენ.
კურო
მათ წარმოუდგენლად უყვართ გეგმების დალაგება. მაშინაც კი თუ საქმე ვნებებსა და სექსს ეხება. მიეცი მის ფანტაზიას დრო და ის ყველაფრისთვის მზად იქნება.
სასწორი
თუ ერთ დღესაც გიჟურ სექსს შემოგთავაზებთ, მეორე დღეს კი ხავერდოვან, ნაზ სექსს, ნუ დაიბნევით. ისინი უბრალოდ სასწორები არიან. მათი ეროტიკულობის პინა ხან მსუბუქდება, ხანაც - პირიქით.
ქალწული
რომანტიკული ვახშამი სანთლის შუქზე, თბილი სიტყვები, სინაზე და კიდევ სინაზე. თუ აღვირახსნილ პარტნიორს ეძებ, ქალწული ამ საქმეში არ გამოგადგება, ის სექსში ყოველ ჯერზე ქალწულივით იქცევა!
მშვილდოსანი
მათთან ბევრი საუბარი საჭირო არაა. პირდაპირ საქმეზე გადასვლაზეც თანახმა არიან. ამ „საქმეში“ უხეშ დიალოგშიც კი სიამოვნებით აგყვებიან. მთავარია, მხოლოდ სალაპარაკოდ არ მოაცდინოთ! ფონად რიტმული მუსიკა თქვენს ტანდემს ცოტა რომანტიკას მაინც შესძენს, სხვა შემთხვევაში ნამდვილი გიჟური სექსი გელოდებათ. ნუ მოსთხოვთ მათ სინაზეს.
მერწყული
უყვართ ექსპერიმენტები, ნაზი მინეტი ... ყველაფერი მსუბუქი და ახალი მათთვის სასიამოვნოა.
მორიელი
ნამდვილი გარყვნილი! სტრაპონით სექსის გურუ! მათთან ყველაფერი მოსულა.
ლომი
მოუმზადე თბილი, ღუნღულა ამბავი სიყვარულზე, გემოვნებით დაამატე ვნება და ბოლო ინგრედიენტად - სიურპრიზი. ახლა ის შენი სურვილების დასაკმაყოფილებლად მზადაა.
ტყუპები
მათი გაგება მარტივი არაა. შეეცადე, ამ ტაბუირებულ თემაზე ესაუბრო, ერთად უყურეთ პორნოს, მოაწყვე როლური თამაშები. მხოლოდ ასე შეგიძლია გაიგო, რა უნდა.
თევზები
მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი. ისინი ნამდვილი ძველმოდურები არიან.
ვერძი
სექსსათამაშოებით ნუ შეაშინებთ, ნურც უცნაური ილეთებით გაუხეთქავთ გულს. აცადეთ, ჯერ მოგიშინაურდეთ.
კირჩხიბი
პრელუდიების უბადლო ოსტატი! მასთან შეგიძლია მშვიდად იყო. საერთო ინტერესებს აუცილებლად გამოძებნით.