თითოეულ ადამიანს სიყვარულის საკითხებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნები აერთიანებთ. ამ ნიშანს თქვენი და თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ სასიყვარულო პროგნოზებს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან.
„ამ დღეს მე არ ვაღიარებ, მაგრამ პატივს ვცემ საზოგადოებრივ აზრს. ახლა არის მერწყულის პერიოდი, ის და სიყვარული ცოტა შორს არიან ერთმანეთისგან. მათთვის სიყვარული მეორეხარისხოვანია. თქვენ სიყვარული გინდათ გაიგოთ ტვინით.
სიყვარულის მომენტი ასტროლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელია. აღვნიშნოთ თუ ვისთვის არის კარგი ეს პერიოდი.
სასიყვარულო კუთხით ფავორიტები არიან:
თევზები, კურო, თხის რქა, მორიელი და სასწორი.
ეს ნიშნები არიან წლის მთავარი ფავორიტები სასიყვარულო კუთხით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ზოდიაქოს ნიშნებს სიყვარული არ ეწვევათ. თუმცა ეს ნიშნები არიან ფავორიტები და სასწორთათვის განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მათ ძალიან დიდი სიყვარული ეწვიოთ.
საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს თითოეულ ნიშანს სიყვარულის მიმართ:👇
ვერძი - თვითონ წყვეტს ვინ ეყოლება, ვის დაშორდება და ვისთან შეუღლდება. კაცია თუ ქალი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ვერძის გადაწყვეტილება. ან მოსწონხარ ან არა, ან იქნება შენთან, ან არა. ასე რომ, ძალიან ნუ იწვალებთ ამ ნიშანთან. მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად გადაწყვეტს, მაგრამ მისი სიყვარული მაინც მებრძოლი სულისკვეთებისაა. ვერძ ქალებს უფრო ძლიერი და აქტიური კაცები მოსწონთ.
კურო - მათ უნდათ კომფორტი, კარგი დიასახლისი, მზარეული გვერდით, რომელიც გემრიელ რაღაცებს გაუკეთებს. სტაბილურობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ტყუპები - მათი მთავარი პრობლემაა ის, რომ სიყვარული მათ გონებით ესმით და ვერ გრძნობენ რეალურ სიყვარულს. უყვარს ფლირტი და თავისუფლება. რთულია მათთან ურთიერთობა. დილით შეიძლება იყოს გულგახსნილი, საღამოს დისტანციურია. ზედაპირულია მათი სიყვარული.
კირჩხიბი - თუ მოგეწება, ვეღარ მოიშორებთ. იციან ძალიან ემოციური სიყვარული და უყვართ მზრუნველობითი სიყვარული. მათთვის მთავარია ოჯახი, შვილები და მაცივარი. თუ ხასიათი გაუფუჭდა დამთავრებულია ყველაფერი.
ლომი - ესაა ერთ-ერთი სიმბოლო სიყვარულისა. ამ ნიშნებმა იციან გულთან მიტანა და შესაბამისად ინფარქტების დიდი ნაწილი სიყვარულისგან, აქვთ ლომებს. პატარა პრობლემაც და ეს ნიშანი უკვე მკვდარია. თავიდანვე იცის არ ნახული მიდგომა ქალისადმი კაცმა. ძალიან ძლიერია სიყვარულის სფეროში, თუმცა უყვარს მოფერება.
ქალწული - მთავარია მისთვის მატერიალური სფერო. თუ პირველივე შეხვედრაზე შემამჩნია უწესრიგობა და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი დამთავრდა... არის ძალიან რადიკალური. არ უყვარს ზარმაცი ადამიანები. სახლი უნდა ჰქონდეს მოწყობილი და სასწორისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი. დილით უნდა ქორწინება, საღამოს აღარ უნდა.
სასწორი - არის კომფორტის მოყვარული. მათ აქვთ ერთი პრობლემა ისევე როგორც ტყუპებს, აიწონა-დაიწონა. ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება. დილით კი უნდა ქორწინება, მაგრამ საღამოს აღარ უნდა. მარტო პარტნიორს კი არა თავის თავსაც ტანჯავს. მაგრამ სიყვარულში ესთეტია. სადაც მიდის, მიაქვს სიმშვიდე, ჰარმონია, თან რთულ საკითხებს კომპრომისებით აგვარებს. სასიყვარულო ურთიერთობებში სასწორი ერთ-ერთ ყველაზე კარგ ნიშნად ითვლება, რადგან კონფლიქტებსა და პრობლემებს არ გადაიყვანს საომარ ვითარებაში.
მორიელი - მორიელების სიყვარულის აღქმა გადის შარდსასქესო პროდუქტიული სისტემისკენ. მათ უყვართ ძლიერი კაცები, მათთან სუსტებს არაფერი ესაქმებათ. სიყვარულიც იციან ძლიერი, ერთგულებაც, მაგრამ მტრისას თუ რაღაც არ მოეწონათ. მორიელს აქვს ის მომენტი, თავიდანვე მოსწონს, ან არ მოსწონს. ისე რას მომენტი არ აქვს.
მშვილდოსანი - მათ უნდათ ისეთი სიყვარული, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან. ტურისტული ლაშქრობები, მგზავრობები და ამ დროს წარმოქმნილი სიყვარული. ეს არის მშვილდოსნის კრედო.
თხის რქა - სიყვარულის მიმართ ის არის ზე სერიოზული. ნუ ელოდებით მისგან ზედმეტ რომანტიზმს, ის დაგიმტკიცებთ საქმით. ცოტა ცივი ნიშანია, მაგრამ თქვენთან გვერდში დგომით დაგიმტკიცებთ ყველაფერს.
მერწყული - მათთვის სიყვარული მეორეხარისხოვანია და ძალიან უცნაურია. მერწყულისთვის მთავარია თავისუფლება. არ უნდა შეზღუდოთ მისი არეალი და ამასთან ერთად უნდა მისცეთ სრული თავისუფლება. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მეგობრობა, რეფორმები, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ნოვატორული აზროვნება, ვიდრე სიყვარული.
თევზები - მათ ძლიერი სიყვარული იციან. ეს ის ნიშანია, რომელმაც გულთან იცის ძალიან მიტანა. აქვთ არნახული რომანტიზმის გრძნობა, პოეზია, ლიტერატურა, საოცარი ლექსების წერა, საოცარი ჰიმნები, სასიყვარულო სერიალის ყურების დროსაც ცრემლები მოსდით. არის არ ნახულად ერთგული, თუმცა განცდებშია.
ასევე დაგაინტერესებთ👇