Digest Logo

„თეატრმა ჩემი შეხედულებების გამო „სასჯელი“ დამიწესა... მოიხსნა ყველა სპექტაკლი, რაშიც ვმონაწილეობდი“ - იოსებ ხვედელიძე

1644481603
იოსებ ხვედელიძე

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მსახიობმა იოსებ ხვედელიძემ დატოვა. ის სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რა მიზეზების გამო წავიდა სამსახურიდან.

როგორც იოსებ ხვედელიძე წერს, 2017 წლის შემდეგ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა, მისი შეხედულებების გამო „სასჯელი“ დაუწესა, მოხსნეს ყველა ის სპექტაკლი, სადაც თავად იღებდა მონაწილეობას და ფაქტობრივად გაუნულდა ხელფასი.

მისივე თქმით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს 5 წლის განმავლობაში მსახიობთან დიალოგის სურვილი არც ერთხელ გამოუთქვამს და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დაწერა განცხადება.

„შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც გახდა ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი. 2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული „სასჯელი“ დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად, ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, „დარჩენილმა“ თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი. დიდი მადლობა თეატრს დაზღვევისთვის. ჩემგან დაუსწრებლად, სავარაუდოდ, ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად. 5 წლის განმავლობაში თეატრს არც ერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე. მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო. ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემს კოლეგებს. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს განცხადებას. ცხადია, აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს. ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია, სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს“, - წერს იოსებ ხვედელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდეო - რომ იცოდეს, რა უბედური იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი“ - ემოციური ამბავი ემიგრანტზე

🔵„დედაჩემი ნირიახა ქალია, არაფერს აკეთებს, მე თუ ვალაგებ , მძ*ნეროს და ძროხას მეძახის“ - ამბავი დედა-შვილის კონფლიქტზე

🔵„ქართველი გოგონები ტიკტოკზე ლაივით არჩევენ საქმეებს, ტირიან, ჯღავიან, იგინებიან, იმუქრებიან“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი