თუ ჯერ კიდევ არ შეხვედრილხართ თქვენს მეორე ნახევარს, შესაძლოა ოქტომებერი თქვენი თვე იყოს.
მაშ ასე, რომელია ეს სამი ნიშანი და ვის გაუმართლებს შემოდგომის მეორე თვეში;
კურო
შემოდგომა თავს დაგამახსოვრებთ ახალი ნაცნობობით, მსუბუქი ფლირტით და რომანტიკული შეხვედრებით. ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ურთიერთობის ხმაურიან გარჩევებს. უმჯობესია, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასტაბილურებაზე.
მარტოხელა კუროსთვის ეს შესანიშნავი შანსი იქნება, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი მეწყვილე იპოვოს. უკვე შემდგარ ოჯახურ წყვილს კი ბედი რომანტიკით სავსე შემოდგომას ჩუქნის.
თევზები
როგორც წესი, საქმეები და ვალდებულებები იმდენად არ გაღელვებთ, როგორც ჰარმონია პირად ცხოვრებაში. მართალია, მუდმივად უღრუბლო ზეცა არ გაქვთ, მაგრამ სხვებთან შედარებაც არ შეიძლება. ოქტომბერში რეტროგრადული მარსი დაგეხმარებათ კიდეც, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი ხასიათი და ვნებას თავისუფლება მიანიჭოთ. დაქორწინებულების ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. აი, მარტოხელებს კი საბედისწერო ნაცნობობა ელით. თუ დაწყვილებული ხართ, ურთიერთობის მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებთ.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგელებისთვის 2020 წლის შემოდგომა ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი იქნება თავისი კაშკაშა მოვლენებით. მშვილდოსნები დიდი ხანია ერთი იდეის განხორციელებაზე ფიქრობენ და, როგორც იქნა, ეს დროც დადგა – ამისთვის მათ მშვენიერი შესაძლებლობა ექნებათ.
უკვე შემოდგომის მეორე ნახევრის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს მშვილდოსნების იდეების განხორციელებას და ეს პერიოდი საინტერესო ცვლილებების დასაწყისი იქნება, თუმცა მშვილდოსნებმა უნდა გაითავისონ, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვონ.