„აივანზე რომ გამოხვალ და ციდან მოფრენილი თვითმფრინავი დაგხვდება, საყვარელი კალიგრაფიით და საქართველოზე შეყვარებული ტექსტით“, - წერს თონო გიორგობიანი ჯგუფში „ვარკეთილი - მთავარი ჯგუფი“ და ამ ფოტოს აზიარებს.
„ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ და უნდა იამაყო, რომ საქართველოში ცხოვრობ!“
„როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავის „პილოტი“ 9 წლის ელენე აღმოჩნდა. ფრენა განხორციელდა მე-9 სართულის აივნიდან და დაფრინდა 1-ლი სართულის აივანზე.
„პატარა მეგობარო, მადლობა ამ გზავნილისთვის და მინდა გითხრ,ა რომ მე ვიპოვე შენი თვითმფრინავი და გეტყვი იმასაც რომ ძალიან ვამაყობ და მიყვარს ჩვენი, შენი და ჩემი საქართველო“, - წერს გზავნილის ავტორს თონო გიორგობიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ქართველმა ბავშვმა თოვლის ბაბუას ბროკოლის და სტაფილოს გაქრობა სთხოვა
ბავშვის საოცარი ემოცია „თოვლის გუნდას“ ყურებისას - ვიდეო
მართლა ჩააბეტონეს ის კაცი? - სურამის ციხის ისტორიაზე ატირებული ბავშვი (ვიდეო)