სოციალურ ქსელ twitter-ში ახალშობილი ჩვილის მშობლების წერილი ვრცელდება. მშობლები მეზობელს წინასწარ უხდიან ბოდიშს და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ისინი ბავშვის ტირილმა შეაწუხოს.
ამავე წერილში ისინი განმარტავენ, რომ სურთ პატარას, მათგან დამოუკიდებლად დაძინება ასწავლონ და თვითდამშვიდების უნარი გამოუმუშავონ.
„მეზობლებო, გამარჯობა! ბინა 207. გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს შვილს ძილს ვასწავლით. 4-თვიანი კოშმარული სიზმრების, სრული რეგრესისა და უძილო ღამეების შემდეგ, გადავწყვიტეთ რომ დროა სხვა მეთოდს მივმართოთ. ამიტომ, თუ გვიან ბავშის ტირილს გაიგონებთ, გთხოვთ, ჩემთვისაც ილოცეთ, რადგან იცოდეთ, რომ მეც მასთან ერთად ვტირი.
წინასწარ გიხდით ბოდიშს დისკომფორტისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. უბრალოდ, მინდა, რომ დამოუკიდებლად ისწავლოს დაძინება, 45-60 წუთში შეძლოს საკუთარი თავის დამშვიდება. მე, რა თქმა უნდა, ყოველ 5-10 წუთში მასთან ოთახში შევალ, რომ არ იფიქროს, მარტოა.
თუ ჩათვლით, რომ ვეღარ გვიტანთ, მაშინ დააკაკუნეთ ჩვენს კარზე, მე 1 ჭიქა სასმელზე დაგპატიჟებთ და ასე შევინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას.
ნებისმიერ შემთხვევაში, ილოცეთ ჩვენთვის და ჩართეთ ტელევიზორი მაღალ ხმაზე. თუ შაქარი, რძე ან კვერცხი დაგჭირდებათ, გვაქვს და ჩვენ მოგცემთ.
ბოდიშს გიხდით! თქვენი დაღლილი მეზობლები“,- წერია წერილში.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რატომ ვერ იტანდა ნიკალა მღვდლებს და ვისი საფლავიდან გააგდო მოძღვარი
ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა, საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა – დეკანოზი