2020 წლი 21 დეკემბერს ბევრმა ასტროლოგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი დაუკავშირა. მათი თქმით, ამ დღის შემდეგ სამყარო განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და ადამიანების მენტალური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება.
ასტროლოგების ეს პროგნოზი საზოგადოებამ აქტიურად აიტაცა, მათ რეაქციებს კი მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე გამოეხმაურა.
„ამ დღეებში 5 000 ადამიანზე მეტი აზიარებს და ავრცელებს ამ სისულელეს. და შემდეგ ეს ხალხი ხატების ფოტოებს პოსტავს და წყალობას ელის ღმერთისგან. ასტროლოგებს დაუდგენიათ თურმე, რომ ხვალ პლანეტები, ეს კოსმოსში დაკიდებული ქვის, მიწის და ყინულის საგნები, ისე დალაგდებიან, რომ (ვციტირებ ამ “სიბრძნეს”) “სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.
რას ნიშნავს ეს, გეტყვით – შიში არის 1,5 ჰერცი სიხშირის, ხოლო ბოღმა-წყენა 2,5 ჰერცი, კეთილშობილება – 150 ჰერცი, სიყვარული – 250 ჰერცი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი უკვე ადამიანებისაგან კატეგორიულად ითხოვს მეტ სიყვარულს, მეტი კეთილშობილების გამოვლენას, სიკეთის წინა პლანზე წარმოჩენას, რათა ჩვენ 40 ჰერცზე დაბლა არ დავეშვათ.” გაიგეთ? ახლა კოსმოსმა, ანუ მატერიამ გვიბრძანა და უნდა შეიძინოთ სიყვარულმზომი, ბოღმამზომი, შიშმზომი და ა.შ. შეყვარებულს უნდა გაუზომოთ, რამდენი ჰერცით უყვარხართ, კეთილშობილებაც უნდა გაზომოთ ჰერცებში, წყენაც, ბოღმაც და ასე შემდეგ. მზეს, ვენერას ან პლუტონს ხომ არ განარისხებთ?! 40 ჰერცზე დაბლა არ დაეშვათო შემოუთვლიათ ქვებს.
აი, ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა. აშკარაა, დღევანდელი საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა. შერეკილების მდგომარეობაში ვართ, „სიყვარული ვერტიკალური და თან ბრუნვადი“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.
⚪აგრეთვე დგაინტერესებთ:
დღეს ცაზე შობის ვარსკვლავი გამოჩნდება - როგორ და როდის დაინახავთ მას