პატარებთან გატარებული დრო, მათთან თამაში და საუბარი მოულოდნელობებითაა სავსე. თუმცა, ხშირად მათ არც დიდები ჩამორჩებიან.
დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა. თურმე მამას დაავიწყდა, რომ დასვენების დღეა და ბავშვი დაკეტილ საბავშო ბაღთან მიიყვანა.
პატარას დარჩენა უნდოდა და სახლში დაბრუნება გააპროტესტა.
მამა: მაპატიე, რა... წამო სახლში.
შვილი: ბაღში მინდა მე.
მამა: დამავიწყდა, რომ დღეს დასვენების დღეა, არავინ არ არის აქ. წამო, რა, სახლში.
შვილი: მარტო ვიქნები მასწავლებელთან .
მამა: არავინ არ არის მაა, წამო, რაა...
შვილი: დავრჩები და სხვებიც მოვლენ. მიყვარს მე ბაღი.