მოსწავლის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელება ერთგვარ სახალისო პროცესად იქცა.
პატარები სასკოლო დავალების შესრულებისას ზოგჯერ ისეთი გულწრფელები და ისეთი ნამდვილები არიან, რომ შეუძლებელია მათ შეედავო ან მათი ნააზრევი რაიმე ფორმით შეასწორო.
მაგალითად, ერთ-ერთი დავალება გულისხმობდა სიტყვაზე „ხასიათი“ წინადადების შედგენას. მოსწავლემ დაწერა, რომ დილით ადრე გაღვიძება ეზარება, რაც ცუდ ხასიათზე აყენებს. ამაში ჯერ მასწავლებელი, შემდეგ სოციალური ქსელი აჰყვა.